არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო... და მართლაც, მწყერი ხეზე არ ჯდება, მაგრამ, ვაითუ, მოხდეს სასწაული და მწყერი ხეზე შეჯდეს, არ უნდა ვიყოთ დაცული? ამიტომაც ხეები უნდა მოვჭრათ, რათა სასწაულის მოხდენის შემთხვევაში, მოსახლეობის ყოველგვარი ხიფათი ავარიდოთ!!!
დაახლოებით ამგვარი აბსურდული მიზეზი შეიძლება მოუძებნო ხეების მასიურ გაჩეხვას, რომელიც „სულ რაღაც 7 ხე მოიჭრა, მერე რა“ ან „ღობეს
ჩხირი, ღობეს ჩხირი“–ს პრინციპით ათასებამდე ავიდა.
„მართლა შოკოლადი“ ჯერ კიდევ
კიკვიძის ბაღის გაჩეხვის დროს ცდილობდა მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებას და
ხეების ჭრის ნებართვის მოძიებას, მაგრამ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, შედეგს ვერ მიაღწია... ბოლოს გადავწყვიტეთ, ინფორმაცია
უშუალოდ საქმის შემსრულებლებისგან მიგვეღო და ჩვენი კორესპონდენტი, ალიკა ტოტებაძე, ერთერთ ხისმჭრელს, ვინმე კირილე ცულაძეს, იგივე „ცულას" გაესაუბრა.
– გამარჯობა, ბატონო კირილე! მოდით, პირდაპირ კითხვით მოგმართავთ: რას ერჩით ამ ხეებს,
რატომ ჭრით ასე განუკითხავად? რამე
დაგვიშავა?
