მოგეხსენებათ, ინფორმაცია სწრაფად
ვრცელდება, მაგრამ
დღეს ინფორმაცია იმაზე უფრო
სწრაფად ვრცელდება,
ვიდრე მაშინ,
ინტერნეტი რომ
არ იყო.
დიდი ფიქრი
არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ინფორმაციის ეს
თვისება შეიძლება
სასარგებლოდაც გამოვიყენოთ და საკუთარი
თავი გავიპოპულარულოთ. ჰოდა, გადავწყვიტე, მომეძია
გზები და საშუალებები, რითაც ჩვენს
ჟურნალს ცნობილს
გავხდიდი. ერთ მშვენიერ დღეს
ინტერნეტში ხეტიალისას ვიდეოს გადავაწყდი, რომელიც მომიწოდებდა, გამევრცელებინა და
ცნობილი გამეხადა
მაქსიმალურად. რადგან
ეს ჩემს
გეგმებში არ
შედიოდა, არც
ვუყურე და
არც გავავრცელე, ისე გავაგრძელე საქმიანობა. მაგრამ ვიდეო
„არ მომეშვა“
და ახლა
სხვა საიტიდან
შემომძახა: შეჩერდი
30 წუთით და
უყურე ვიდეოს!
ჩვენ უნდა
გავხადოთ Joseph Kony ცნობილი,
რომ ათასობით
ბავშვის სიცოცხლე
და მომავალი
გადავარჩინოთ!
ჯანდაბა! ვინ
არის კონი?
რატომ უნდა
იყოს ცნობილი
ის და
არა მე?
- ეს კითხვები
ბუნებრივად გამიჩნდა,
რადგან, რამდენადაც გვინდა ვიყოთ
ცნობილები, იმდენად
ვერ ვიტანთ
ჩვენზე ცნობილ
ადამიანებს. ვინაიდან
ცნობილად ყოფნის
სურვილი მაინცდამაინც არ მკლავს,
შოკოლადისფერი ბინდი
არ გადამკვრია გონებაზე და
საღი აზრით
დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება კონიზე
და უხილავ
ბავშვებზე.