Showing posts with label Eto-rasmus. Show all posts
Showing posts with label Eto-rasmus. Show all posts

Wednesday, November 28, 2012

უკანასკნელი იმპერატორი (მე-8 სერია)


„დუმილი ოქროა, ლაპარაკი კი - ვერცხლი“  - ამ პრინციპით ცხოვრობდა ვენესუელის მმართველი. ეს ინაუგურაციისას პრესკონფერენციაზეც თქვა, რაზეც თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ერთ-ერთ ჟურნალისტსა და ჩამაასხიეთის ოლქის გუბერნატორ Ketunebii-ს. მან შესთავაზა მმართველს, რომ „აალაპარაკებდა“, მხოლოდ თავის ქალას ახდიდა და მალევე დაახურებდა. Sh@ko, რათქმაუნდა, მურჰუნის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს, მაგრამ Ketunebii-ს მომაჯადოებელ თხოვნას უარი ვერ უთხრა და თავი შეუშვირა.

თავის ქალის ახდიდან დახურვამდე რა ხდებოდა, მმართველს არ ახსოვს, მაგრამ თვალები გაახილა თუ არა, მის გარშემო შეკრებილი ცნობისმოყვარეთა ჯგუფიდან ერთ-ერთი პირველი Anarxialevan-ი დაინახა. Anarxialevan-ი Ketunebiis ქმარუკა იყო. როცა Ketunebii-ს ესაუბრებოდა, თბილი და საყვარელი იყო, მოფერებით პიტაჩოკსაც კი ეძახდა. აი, როცა საერთოდ ლაპარაკობდა, ცენზურაში, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებდა. გასაკვირი არც იყო, რადგან ის Datka-ს მეგობარი იყო და ყველაფერში მხარს უბამდა. ერთად ილაშქრებდნენ ტოკიო ჰოტელის ბანდფორმირებების წინააღმდეგ და ერთადაც იშიფრებოდნენ ცენზორ-ფილტრატორის მიერ უხამსი სიტყვების ხმარების დროს.