Showing posts with label ცირკი. Show all posts
Showing posts with label ცირკი. Show all posts

Friday, October 12, 2012

ცირკი ემზარას მიმართვა ამომრჩეველს


ფასიანი პოლიტიკური სტატია®
მოგესალმებით, ჩემო თანამოქალაქენო! ადვილი არ იყო ჩემთვის ეს ნაბიჯი, მაგრამ გავაცნობიერე რა, რომ უნდა გადამედგა, გადავდგი კიდეც. მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი, რადგან დღეს საქართველოს აუცილებლად სჭირდება მეოთხე ძალა და ეს ძალა ვართ ჩვენ – საზოგადოებრივი მოძრაობა „ცირკია ემზარა“ და მისი დასი.
თუმცაღა, ნაბიჯი ხეირიანად არ გვქონდა გადადგმული, რომ უდიდეს წინააღმდეგობებს წავაწყდით! ეს არ იყო ჩვეულებრივი პრობლემები, მთელი სახელმწიფო მანქანა ჩვენს წინააღმდეგ ამუშავდა: დაგვიყადაღეს ცხვრის ფარა, გაგვიყიდეს და გადაგვიხნეს საძოვრები, გადაგვიკეტეს წყალი და სხვა მრავალი უსიამოვნება შეგვყარეს, რის გამოც, როგორც გუშინწინ შემატყობინეს, არჩევნებს უჩვენოდ ჩაუვლია... თუმცა, ისიც გავიგე, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტიც დამარცხებულა, ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. მითი, რომ ის უძლეველი იყო, წარსულს ჩაბარდა.
მერე რა, მეგობრებო, რომ არჩევნებამდე სულ რაღაც 3 წელი და 350 დღე დარჩა?! ჩვენ დღეიდან ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, რომელიც უპრეცედენტო იქნება მსოფლიოში და ზუსტად 3 წელი და 348 დღე გასტანს, რაც იქნება იმისი წინაპირობა, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტი მომავალ არჩევნებში ამჯერად ჩვენ დავამარცხოთ! მე დღეიდან მზად ვარ, ჩემი კურდღელივით მხდალი  კონკურენტი დღესვე გამოვიწვიო დებატებში, დამიჯდეს სადაც უნდა, როგორც უნდა და გავარჩიოთ ქვეყნის ავან-ჩავანი. მანამ კი ინტერვიუს ავაღებინებ ერთ-ერთ ობიექტურ და მიუკერძოებელ ჟურნალს (მკითხე, ბიჯო! © ემზარა)


არასიმეტრიული კროსვორდი


ჟურნალს, ისევე როგორც სხვა ჟურნალებს, სჭირდებოდა რამე გასართობი გვერდი. გართობის ერთ-ერთი სახეა კროსვორდი, რომლის შევსებაც ბევრს უყვარს. მაგრამ ეს არის არასიმეტრიული და არამოტივირებული (ხმამაღალი ნათქვამია და) კროსვორდი. თუ კროსვორს ვერ ამოხსნი, გამოგყვება საშემოდგომო! კროსვორდის ამოსახსნელად უნდა ერკვეოდე ქართულ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ღადაობებში. მინიმუმ, ფორუმ.გეს უსათაუროს აქტიური წევრი უნდა ყოფილიყავი მაინც. ყველა კითხვა იუმორისტულია და ქვეტექსტებს არ ატარებს. თუ რამე პრობლემაა იცით სადაც ვართ მაგრად

(ბოლო წინადადება სასვენ ნიშნებს არ საჭიროებს)



ამ გვერდზე, შეგიძლია, უბრალოდ გადაიკითხო კითხვები, თუმცა, თუ ამობეჭდვა გეზარება, მაგრამ შევსებაც გინდათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და კითხვების ქვემოთ არის ღილაკი Solve online. მასზე დაკლიკებით ასოების ჩაწერას შეძლებ. კარგ გართობას გისურვებთ! პუ.სუ. ონლაინ კროსვორდი მხოლოდ 59 კითხვისგან შედგება.