Showing posts with label იუთუბი youtube. Show all posts
Showing posts with label იუთუბი youtube. Show all posts

Monday, July 1, 2013

ციხეში გამშვებიდან ციხეში გაშვებულამდე



„საქართველოს ისტორიაში მე პირველი პრემიერი
ვარ პატიმრობაში და ვამაყობ ამით“ 
- ვანო მერაბიშვილი.

საზოგადოებას ჯერ კიდევ არ განელებოდა რა ბაჩანა ახალაიას, ანუ ყოფილი ციხეების უფროსის, ჩამოლაბორან- ტება-დაპატიმრება, მეორე თავზარდამცემი ამბავი დაატყდა თავს - ქვეყნის „ხერხემალი“  კუდუსუნის ძვლად ტრანსფორმირდა  ციხის ვიწრო ოთახში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უფრო ადრე - შინაგან საქმეთა მინისტრი, ანუ ციხეში გამშვები, ვანო მერაბიშვილი, იგივე ლევან მაისურაძე, იგივე „ხერხემალი“, ახლა თვითონ გაუშვეს ციხეში. საინფორმაციო გამოშვებები  შოკისმომგვრელ  სიახლეებს ატყობინებდნენ ხალხს: „პრემიერი დაკავებულია“, „უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა“ და ა.შ.  განსაკუთრებული ხმის  თრთოლვითა და სევდანარევი ბგერებით, რუსთავი 2-მა დაგვამახსოვრა თავი.
რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, ასე 500–700 ადამიანს, მართლაც ტკივილი და ცრემლი მოუტანა ყოფილი პრემიერის დაკავებამ. დაკავებიდან რამოდენიმე წუთში, ნაციონალური მოძრაობის მყისიერი ბრიფინგი გაიმართა, სადაც ფერწასული თანაგუნდელები, ცრემლშემშრალი სიბრაზით გაიძახოდნენ – ეს პოლიტიკური დევნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალებით ხორცილდებაო.
ნიშანდობლივია, რომ ბრიფინგზე არ გამოჩენილა ნაციონალური მოძრაობის ერთერთი კორიფე კობა ხაბაზი. ჯერჯერობით უცნობია, ემიჯნება თუ არა ბატონი კობა არსებულ რეალობას. უღიმღამო ბრიფინგმაც და თავდაპირველმა ეიფორიამაც ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი მამალმა იყივლა, დაიწყო არნახული საპროტესტო აქციები.  პროტესტმა, ჯერ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ნაციონალური მოძრაობის განრისხებული მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმით აფიქსირებდნენ ვირტუალურ პროტესტს. გთავაზობთ ციტატებს  ჩემი Facebook კედლიდან:

Tuesday, January 24, 2012

პოპულარულობის კალეიდოსკოპი, ანუ როგორ არ უნდა გახდე პოპულარული


ასე სანუკვარი პოპულარულობისაკენ მიმავალი გზა მოლიპულია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ იჩქარებ, შეიძლება ფეხი აგიცურდეს და იქვე დაეცე, ან შეიძლება ისე აცურდე, რომ მთელი გზა სრიალ–სრიალით გაიარო წარმატებამდე ისე, რომ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო. როგორც წესი, ასე მიღწეულ წარმატებას ისევე თვალისდახამხამებაში კარგავენ, როგორც მიაღწიეს. ამიტომ ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ წარმატებისკენ მიმავლ გზაზე მოკლე, მაგრამ მყარ ნაბიჯებს ირჩევს და თქვენ, ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ ცხოვრებისეულ მაგალითებს და გირჩევთ, თუ როგორ არ უნდა გახდეთ პოპულარული. გახსოვდეთ, პოპულარულობას გენიალური იდეები მოგიტანთ, ოღონდ სხვისი გენიალური იდეის გამეორების შემთხვევაში თქვენი გაპოპულარულების შანსი 10%–მდე მცირდება.

2012 წელი ჯერ არ იყო დამდგარი, რომ ინტერნეტს პოპულარულობის მაძიებელთა მთელი არმია მიაწყდა. ახლა განვიხილავთ რამდენიმე მათგანის მცდელობას, ავსახავთ რჩევაში და დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.