Showing posts with label აბბა. Show all posts
Showing posts with label აბბა. Show all posts

Sunday, April 1, 2012

NDAI-ს სოციალური გამოკითხვა მუსიკალურ სამყაროში


მოგეხსენებათ, მუსიკა ადამიანის სულიერი საზრდოა. ამ ბოლოს საქართველოში ბევრი შადრევანი, გამჭვივალე შენობა და კრეატიული ძეგლი აშენდა, ასევე გზებიც დაიგო და, უამრავ ტურისტთან ერთად, ბევრი მომღერალიც სტუმრობს: თანამედროვე თუ დრომოჭმული, პოპისა თუ ჯაზის წარმომადგენელი. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში მუსირებს აზრი, რომ  მუსიკოსების ჩამოყვანას მოქალაქეებს არ უთანხმებენ. „მართლა შოკოლადი“ დაინტერესდა მოქალაქეების გემოვნებით და იმით, თუ ვისი ხილვა სურთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს და შეძლებისდაგვარად, თავის თავზე აეღო ყველაზე პოპულარული მომღერლის ჩამოყვანის ორგანიზება. ამ მიზნით, ჩვენმა კორესპონდენტმა ნოდარ დაფიქრებულმა, რომელიც ამავდროულად NDAI-ს (ნოდარ დაფიქრებულის ასოციაციაი) პრეზიდენტია, ქუჩაში სოციალური გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: ხვალ რომ კონცერტი იყოს, რომელი მომღერლის ან ჯგუფის ნახვას ისურვებდით?
გამოკითხვის დღეც სწორად იქნა შერჩეული - უამრავი ადამიანი იყო ქუჩაში და ნოდარს ბევრი სიარული არ დასჭირვებია.