Showing posts with label თამუნა. Show all posts
Showing posts with label თამუნა. Show all posts

Friday, June 1, 2012

ანა და მზე


ჩემს მაგიდაზე ტელეფონი წკარუნებს.
პატარა დისშვილი მირეკავს – დედას არ ცალია, წამიყვანე, რა, მზიურში.
– რატომ, მაინცდამაინც მზიურში? – მიკვირს მე. მერე მახსენდება, რომ პირველი ივნისია, ბავშვების დღე, რა გასაკვირია, გასეირნება მოუნდა პატარას. ვპირდები, გამოგივლი-მეთქი და ტელევიზორის წინ, პულტით ხელში შეუმჩნევლად მეძინება.


სიზმრად ვიღაც გოგონას ვხედავ.
შავი თმა აქვს და დიდრონი თვალები.
„ბავშვობიდან ვხატავდი“ _ ამბები ხშირად იწყება ასე. მინდა, სხვანაირად დავიწყო, მაგრამ ეს ამბავი მაინც ასე იწყება: ანა გოგუაძე ბავშვობიდან ხატავდა.
ერთხელ, თავისი ნახატები მის ერთ საყვარელ ადამიანს _ ნინო ქათამაძეს აჩვენა.
– ფოტოების გადაღება არასოდეს გიცდია? – ჰკითხა ნინომ, – მგონია, კარგად გამოგივა.
ფოტოები! რატომაც არა!

პირველ კადრად ანამ ნინოს ხელები გადაიღო.

Sunday, April 1, 2012

გამრავლების ტაბულა


ჟურნალის ყდა — მაგიური და მიმზიდველი. თუ ოდესმე ჟურნალის ყდაზე მოხვდებით, იგრძნობთ, რომ ეს უბრალო ფოტო არ არის. ამით თითქოს მთელი ჟურნალი თქვენ გეძღვნებათ, მთელი ქვეყანა ნახავს თქვენს სურათს, ყველა შეგიყვარებთ და აქედან პოპულარულობამდეც ერთი ნაბიჯია. პოპულარულობა კი ის არის, რაც უმეტეს ჩვენგანს ასე ძალიან გვინდა  და მისი გულისთვის უამრავ ოინბაზობას ჩავდივართ.

ჟურნალის ყდა მარტო თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ის ჩვენი, ჟურნალების, სავიზიტო ბარათია. ლამაზად გაფორმებული ყდა ჟურნალის წარმატებას ნახევარია და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, სტატიები საინტერესო იქნება თუ არა. მაგალითისთვის „მართლა შოკოლადის“ პირველ ნომერს მოვიყვან, რომლის ყდაზეც თეთრკაბიანი  აღშფოთებული გოგო ეხატა. დაკვირვებული მკითხველი მის შესახებ მხოლოდ იმას გაიგებდა, რომ შოკოლადებით დატვირთული ყვითელი იახტა აჩუქეს და ასე მოიგეს მისი გული, ხოლო შოკოლადებს ისევე შეჭამდა, როგორც თქვენ ანალოგიურ სიტუაციაში. მიუხედავად ამ იდუმალებისა, ჟურნალის პირველმა ნომერმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა. საქართველოს ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით ბათუმიდან, გვირეკავდნენ და გვიგზავნიდნენ შოკოლადებს ამ არაჩვეულებრივი გოგონასთვის გადასაცემად. რადგან მისი კოორდინატები დაუდგენელია, შოკოლადები  ჩვენს რედაქციაში ინახება და პატრონს ელის.

Tuesday, January 24, 2012

რედაქტორის სვეტი: "სტოლბას" დავდგამ აქანა!


ალბათ, გახსოვთ ის ანეკდოტი, როგორ იქცევიან სხვადასხვა ეროვნების გოგოები მასთან გატარებული ღამის მერე... ზოგი დაუმშვიდობებლად მიდის, ზოგი — გემშვიდობება და ისე, ხოლო ქართველი გოგო გუბნება: „სტენკას“ დავდგამ აქანა!

იმასაც გაიხსენებთ, „რედაქტორის სვეტი“ პირველ გვერდზეა ხოლმე, მაგრამ  შემთხვევაში მე, ქართველი ბიჭი, ჩემი რედაქტორად ყოფნის შემდეგ ჩემს „სტოლბას“ სადაც მინდა იქ დავდგამ! ვინ იცის, იქნებ ჭკუაში დაგიჯდათ ჩემი ჩვევა და თქვენც ბოლოდან დაგეწყოთ ჟურნალის კითხვა, ე.ი. პირველად ამას წაიკითხავდით.
ჟურნალი „მართლა შოკოლადი“... ვინ არის? რა უნდა? რატომ შეიქმნა? რატომ იყიდება დახლ-მაცივარში? თუ კითხვებზე პასუხი არ გაქვთ, სულ სხვა მხრიდან მოვუვლი საკითხს და პირდაპირ გეტყვით: პრობლემა ჩვენშია, ჩვენ ყველაში! ერთმანეთის არ გვჯერა და იმიტომ! ყველაფერი ხუმრობა და არარეალური გვგონია... ჟურნალის სათაური — „მართლა შოკოლადი“ ყველაფერს გვეუბნება, ანუ ეს არაა ჟურნალი, მართლა შოკოლადია! კიდევ არ გჯერათ? ისე, ძნელია, დაიჯერო, ეს „ჟურნალი“ ელექტრონულ ფორმატში როგორ იქნება მართლა შოკოლადი. მაგრამ, აბა, გაიხსნეთ, სულ ვიძახდი, ბეჭდური ვერსია განსხვავებულია მეთქი. ისინი იმათთვის იყო განკუთვნილი, ვინც გამორჩეულია ჩემთვის.

Sunday, January 1, 2012

მართლა შოკოლადი - 1


    ასე გამოიყურებოდა ჟურნალ "მართლა შოკოლადის" პირველი ნომერი.
    წაიკითხავთ:
  • რედაქტორის სვეტი: პრესას გვიჭამენ, ხალხო!!!1!!!ერთი!!!;
  • ვინ მოკვდება შემდეგი ჩანგლის არტილერიაში გაყრით? (ინტერვიუ ლალი მოროშკინასთან);
  • ამ ფოტოსთვის პოზის მისაღებად დიდი ხანი ვიფიქრე რომ გითხრათ, მოგატყუებთ (ინტერვიუ უნივერსალური პოზის შემქნელ კაცთან);
  • ვინ გინდათ მოგვილოცოს ბოლო 2012 წელი? (საახალწლო გამოკითხვა).