ანუ, რა სარგებლობა მოაქვს ინტერნეტს
დღეს-დღეობით მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ოჯახს აქვს სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი. უიმისოდ, ალბათ, შენც,
მკითხველო, ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.
ერთ მშვენიერ თუ არც ისე
მშვენიერ დღეს, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა ხალხმა, რას ნიშნავდა სიტყვა „ინტერნეტი“, კომპიუტერული ტექნიკის ფასებმა იკლეს მთელ მსოფლოში. ხალხმა მაშინვე აიტაცა და მაგიდის
შუაგულში დაღვრილი რძესავით გავრცელდა მასებში. მოგვიანებით ინტერნეტიც ხელმისაწვდომი
გახდა. ამ მოვლენამ საქართველოში ფესვები, დაახლოებით, 1995 წლიდან გაიდგა - აქაც
დაიწყო ამ ტექნიკის „შემოყრა“ და გაბატონდა „ყოვლისშემძლე ინტერნეტი და კომპიუტერი“!