ცხოვრება ისეთია, როგორიც გვსურს. თუმცა, ზოგჯერ ჩვენზე არაა ხოლმე დამოკიდებული და ცუდი ამბებიც ხდება. წინა ნომერში, თუ გახსოვთ, შემოგთავაზეთ გეგმა, თუ როგორ გამოვძალოთ ცხოვრებას კუთვნილი ბედნიერება. ჩვენმა გამომგონებლებმა ბევრი იმუშავეს ამ მიმართულებით და აი, ისიც. დაბადების დღე ყველას ძალიან უყვარს, ყველა გეფერება, გილოცავს და საჩუქრებს გჩუქნის. მაგრამ ეს დღე წელიწადში მხოლოდ 1-ია... ალბათ, იცით, რომ წელიწადში 2-ჯერ დგება დღე, როცა დღე და ღამე თანაბრდება. ამას ბუნიობა ეწოდება. ჩვენი გამომგონებლების ჯგუფმა შეადგინა ცხრილი, რომლითაც თქვენი დაბადების დღის საპირისპირო დღეს იპოვით, ანუ დაბადებუნიობას. ვისაც დღეს, 29 თებერვალს აქვს ჩვენი დიზაინერის, გუკას თამადობით, ყველას გილოცავთ! თქვენ ახლა 4 წელიწადში 2-ჯერ იზეიმებთ!
Showing posts with label ექვს(6)კლუზივი. Show all posts
Showing posts with label ექვს(6)კლუზივი. Show all posts
Saturday, February 29, 2020
Wednesday, November 28, 2012
ხელმარჯვე ოსტატი

ახლა მინდა გასწავლოთ ამ ნომრის სუპერ-აკრობატული ექვს(6)კლუზიური ყდის გაკეთება. თუ ვიდეო ნახეთ, როგორი შთამბეჭდავია მოძრაობაში ჩვენი ახალი ყდა და მოგინდათ თქვენც გქონდეთ, რადგან ჟურნალი არ იყიდება, ძალიან იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ყდა სახლის პირობებში. ამისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ ჟურნალის ოთხივე ყდა, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ორი მუყაოს ფირფიტა ზომებით 20x28 სანტიმეტრი, წებო, საკანცელარიო დანა და ქაღალდის სკოჩი (ყდები რომ დაეწებოს ფირფიტაზე).
სურათს თუ შეხედავთ, ჩემი ახსნა აღარც დაგჭირდებათ, უბრალოდ მიმდევრობას ჩამოვწერ. მუყაოს ფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყდის ფურცელი გადაეკვრება ზემოდან. მაშ ასე:
Friday, October 12, 2012
შოუბიზნესი ერის პულსაციას აჰყვა
წიწილებს შემოდგომით ითვლიანო და
აი, ოქტომბრის
არჩევნების შემდეგ წიწილების გადათვლით
საქართველო ახლი
რეალობის წინაშე
აღმოჩნდა. ვგულისხმობ იმას, რომ ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე
პოლიტიკურ "სისუსტეს" არჩევნები მოუგო.
ცხადია, ცვლილებებზე დაკვირვება აუცილებელია, რათა დროულად
გამოვლინდეს პოზიტიური
თუ ნეგატიური
ელფერის მოვლენები.
ჩვენ ახალი
პოლიტიკური რეალობის
შემდგომი ცვლილებებით შოუბიზნესის ბედმა
დაგვაინტერესა და
ჩვენი კორესპონდენტი გუბაზ ქობალია
შოუბიზნესის წარმომადგენლებთან სასაუბროდ გავაგზავნეთ. ვინაიდან, არჩევნებმა დიდი
გაურკვევლობა გამოიწვია
მთელ ქვეყანაში,
ამ საყოველთაო არეულობების გამო
ინტერვიუების ჩაწერა
სხვადასხვა ადგილას
მოხდა. მართლა
შოკოლადი უცვლელად
გთავაზობთ მათ
კომენტარებს.
სტეფანე მღებრიშვილი: აუ
არ ვიცი
რაა, შოკში
ვაარ! როგორ
შეიძლება ადამიანმა
ხმა მისცეს
ასეთ ბნელ
ძალას, ალბათ
საზოგადოება აზროვნების კრიზის განიცდის...
გეფიცებით, სერიოზულად ვფიქრობ თურქეთში
წასვლაზე და
ისევ ჩემი
სფეროს, ჯამბაზობის ოსტატობის განახლებას. маразм!!!
ბუბა კიკაბიძე: лариса ивановну хочу!
Friday, June 1, 2012
სად დაიხატა ტიმატიმ ხინკალ-ჩალაღაჯ ტატუ
და რა გადახდა თავს 1995 თუ 96 წლებში ყაზახეთში?
საქართველო ოდითგან იყო სტუმართმოყვარეობით განთქმული
ქვეყანა, მაგრამ ამ ბოლო დროს სტუმრებმა, უცხოური შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმა, ჩვენთან
სიარულს მოუხშირეს, რაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაზე დადებითად ისახება. ჩვენმა
ჟურნალმა შოუ–ბიზნესის წარმომადგენლების სტუმრობის სტატისტიკა შეადგინა და აღმოჩნდა,
რომ ყველაზე მეტჯერ მზიურ საქართველოს ტიმატი სტუმრობდა, რომელიც ამა წლის მაისში მეხუთეჯერ
გვეწვია და რომელიც მისი ტატუებითაა ცნობილი – ჩემი სკოლის დროინდელი რვეულივითა აქვს
გადაჯღაბნილი ყველაფერი (ალბათ, ყველაფერი). რომ გავიგე, ჩამოდიოდა, მე, „მართლა შოკოლადის“
მართლა ჟურნალისტმა, მარუსამ, თმა წითლად გადავიღებე და ტიმატის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე
გავეშურე, რათა ჩვენი მკითხველისთვის ინფორმაცია ობიექტურად მიმეწოდებინა მისი ტატუების შესახებ.
საბავშვო ნახატების ექვს(6)კლუზიური გამოფენა.
ჟურნალმა, "მართლა შოკოლადი", ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან, 1 ივნისთან დაკავშირებით კონკურსი მოაწყო კოდური სახელწოდებით "პატარა ვან გოგი". ამისთვის მათ წინასწარ ვაჩუქეთ სახატავი ინვენტარი და ვთხოვეთ, დაეხატათ რაც უნდოდათ. რადგან ყველა ნახატი ექვს(6)კლუზიური გამოვიდა, ამიტომ გამარჯვებულად ყველა ბავშვი გამოვლინდა და ყველა მათგანს გადაეცა ლარების ექვივალენტი შოკოლადში.
მკითხველებისთვის კი კონკურსი! ვინც საუკეთესო სახელს დაარქმევს 1 სურათს მაინც, დაჯილდოვდება შოკოლადით!
პირობა ასეთია: სურათებს აქვს ნომერი. კომენტარში წერთ სასურველ ნომერს და სასურველ სახელს. სასურველია, უსათაურო სურათზე მოიფიქროთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც უკვე დასათაურებულ სურათზე მოგინდათ ახალი სათაურის დარქმევა, არაა პრობლემა, დაწერეთ სურათის ნომერი და თქვენი ვერსია. კომენტარის დაწერისას, თუ დარეგისტრირებული არ ხართ, აირჩიეთ NAME/URL და ჩაწერეთ თქვენი სახელი ან ნიკი. ვებ გვერდი შეგიძლიათ არ შეავსოთ.
დასათაურებული სურათების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არც პრიზის რაოდენობა გაიზრდება ამით (იმაზე მეტს ხომ ვერ შეჭამთ, ვიდრე თქვენი კუჭი დაიტევს?). ასე, რომ 11 გამარჯვებული იქნება და ყველას ერგება შოკოლადი. კონკურსი გაგრძელდება 2012 წლის 25 აგვისტომდე.
მკითხველებისთვის კი კონკურსი! ვინც საუკეთესო სახელს დაარქმევს 1 სურათს მაინც, დაჯილდოვდება შოკოლადით!
პირობა ასეთია: სურათებს აქვს ნომერი. კომენტარში წერთ სასურველ ნომერს და სასურველ სახელს. სასურველია, უსათაურო სურათზე მოიფიქროთ, მაგრამ თუ მაინცდამაინც უკვე დასათაურებულ სურათზე მოგინდათ ახალი სათაურის დარქმევა, არაა პრობლემა, დაწერეთ სურათის ნომერი და თქვენი ვერსია. კომენტარის დაწერისას, თუ დარეგისტრირებული არ ხართ, აირჩიეთ NAME/URL და ჩაწერეთ თქვენი სახელი ან ნიკი. ვებ გვერდი შეგიძლიათ არ შეავსოთ.
დასათაურებული სურათების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, არც პრიზის რაოდენობა გაიზრდება ამით (იმაზე მეტს ხომ ვერ შეჭამთ, ვიდრე თქვენი კუჭი დაიტევს?). ასე, რომ 11 გამარჯვებული იქნება და ყველას ერგება შოკოლადი. კონკურსი გაგრძელდება 2012 წლის 25 აგვისტომდე.
Wednesday, February 29, 2012
ფინჯანი ჩაი მემესთან
ეს სტატია დაწერილია კომიქსის სტილში, სურათის ფორმატში, ტექსტის კარგად სანახავად, მოგიწევთ გაადიდოთ ფოტო და ისე წაიკითხოთ. სტატიაში გამოყენებულია შემდეგი მისამართი: www.facebook.com/usataur


Subscribe to:
Posts (Atom)



