Showing posts with label ბენზინი. Show all posts
Showing posts with label ბენზინი. Show all posts

Sunday, February 12, 2012

ჩაჭრილი გელა Forever GELA-ს წინააღმდეგ

რა დაუბარა ინტერნეტის შემქმნელმა სულხან კვერნაძემ იუზერებს

იყო დრო, როდესაც ინტერნეტს არ ჰქონდა ისეთი ფართო შესაძლებლობები ჩვენს ხელში, როგორიც დღესა აქვს. თუმცა, ჩვენი ამბიციები, პოპულარულები ვყოფილიყავით, ყოველთვის დიდი იყო და გვაიძულებდა, ჩაგვებარებინა გამოცდები წარმატებისთვის, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ ჩავიჭერით... ჩავიჭერით... ჩავიჭერით.... ახლობლებმა კი რა გვიქნეს?! ოცნებები დაგვინგრიეს, იდეები დაგვიწუნეს... მთელი ცხოვრება პოპულარულობაზე ვოცნებობდით და სასაცილოდ აგვიგდეს! კხმ... ასე ვუერთდებოდით ჩაჭრილთა უზარმაზარ არმიას, სადაც, მიუხედავად ჩვენი წარუმატებლობისა, ყველა თავისებურად უნიკალური იყო.
ჩაჭრილთა არმიაში კულინარი გელა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო - ბუნჩულა, დაბნეული, მაგრამ კატეგორიული. მას არამარტო დასცინეს, არამედ სამსახურიდანაც ბევრჯერ გააგდეს, მაგრამ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად იკრეფდა პოპულარულობას და უკვე 2011 წელს სოციალური ქსელების ყველა გამოკითხვის ლიდერი იყო. რომელი გამოკითხვების? სულერთია, ყველასი: ვაშლი გიყვარს თუ მსხალი? - გელა; 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო - გელა; რომელი კუთხიდან ხარ? - გელა; მარჯვენა თუ მარცხენა? - გელა!