2010 წელს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძებნა
ოთხ პირზე
გამოცხადდა. შსს-ს ინფორმაციით, იძებნებნებოდნენ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში
ეჭვმიტანილები - 1983 წელს
დაბადებული ვლადიმერ
შალვას ძე
დოლიძე, 1981 წელს
დაბადებული გივი
ვახტანგის ძე
ქუთათელაძე, 1978 წელს
დაბადებული რატი
ოთარის ძე
ჯაიანი და
1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ზაზას
ძე ვეფხვაძე.
„შსს-ს ცნობით,
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2010 წლის 12 აპრილს აბაშიძის
N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის
353-ე მუხლის
მე-2 ნაწილით
აღძრულ საქმეს
თბილისის პოლიციის
მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი
განყოფილება იძიებს.
შეგახსენებთ, ამავე
საქმესთან დაკავშირებით ოთხ პირს
- ირაკლი ღლონტს,
მიხეილ ჟორჟოლიანს, კონსტანტინე ჩაჩავასა
და დავით
ბენიძეს აღმკვეთ
ღონისძიებად წინასწარი
ორთვიანი პატიმრობა
შეეფარდათ”
აღნიშნული ამონარიდი
შინაგან საქმეთა
სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან ამოვიღეთ,
როგორც ირკვევა
რატი ჯაიანი
პოლიციელისთვის ფიზიკური
და სიტყვიერი
შეურაცხყოფისთვის იძებნება,
მაგრამ ფაქტია
რომ აქამდე
ხელშეუხებელია, ჩვენ
დავინტერესდით აღნიშნული ფაქტით და
ჟურნალისტური გამოძიება
წამოვიწყეთ.