Showing posts with label ჟურნალისტი. Show all posts
Showing posts with label ჟურნალისტი. Show all posts

Sunday, April 1, 2012

უხილავი ბავშვების შოკოლადის არმია

მოგეხსენებათ, ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, მაგრამ დღეს ინფორმაცია იმაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მაშინ, ინტერნეტი რომ არ იყო. დიდი ფიქრი არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ინფორმაციის ეს თვისება შეიძლება სასარგებლოდაც გამოვიყენოთ და საკუთარი თავი გავიპოპულარულოთ. ჰოდა, გადავწყვიტე, მომეძია გზები და  საშუალებები, რითაც ჩვენს ჟურნალს ცნობილს გავხდიდი.  ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში ხეტიალისას ვიდეოს გადავაწყდი, რომელიც მომიწოდებდა, გამევრცელებინა და ცნობილი გამეხადა მაქსიმალურად. რადგან ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა, არც ვუყურე და არც გავავრცელე, ისე გავაგრძელე საქმიანობა. მაგრამ ვიდეო „არ მომეშვა“ და ახლა სხვა საიტიდან შემომძახა: შეჩერდი 30 წუთით და უყურე ვიდეოს! ჩვენ უნდა გავხადოთ Joseph Kony ცნობილი, რომ ათასობით ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!

ჯანდაბა! ვინ არის კონი? რატომ უნდა იყოს ცნობილი ის და არა მე? - ეს კითხვები ბუნებრივად გამიჩნდა, რადგან, რამდენადაც გვინდა ვიყოთ ცნობილები, იმდენად ვერ ვიტანთ ჩვენზე ცნობილ ადამიანებს. ვინაიდან ცნობილად ყოფნის სურვილი მაინცდამაინც არ მკლავს, შოკოლადისფერი ბინდი არ გადამკვრია გონებაზე და საღი აზრით დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება კონიზე და უხილავ ბავშვებზე.

Sunday, February 12, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 1

პროფესია პირველი: მე რეპორტიორი.
ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:

1.   ჟურნალისტებს;
4.   იურისტებს;
5.   პოლიტიკოსებს

და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.

ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
სირაქლემას ჩვენ ვიცნობთ, როგორც სილაში თავჩარგულ არსებას, მაგრამ მას  დადებითი თვისებებიც აქვს. მაგალითად: აგემოვნებს ყველაფერს, რასაც დაინახავს და  მოეწონება (ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი ნიშანი - აღწეროს ყველაფერი), სწრაფად დარბის. გარდა ამისა, სირაქლემები თავიანთ მიკროსახელმწიფოებს ქმნიან. მას შემდეგ, რაც დედა სირაქლემა ჭუკებს დაჩეკავს, მათზე  მთლიანად მამა ზრუნავს - შემოიჯუჯულავებს და დადიან ერთად. თუ ორი მამა სირაქლემა გადაეყრება ერთმანეთს, ჩხუბობენ და გამარჯვებული დამარცხებულის ამალას „შემოიერთებს“...