Showing posts with label ვარშავა. Show all posts
Showing posts with label ვარშავა. Show all posts

Tuesday, January 24, 2012

ვარშავა თუ შოკოლადი? რა აირჩია ქართველმა ლამაზმანმა თეე თოჯუნამ საბოლოოდ?


მოგეხსენებათ, ქართული შოუ-ბიზნესი ჩამქვრალი ვულკანივითაა, კინოხელოვნება - კლდესავით გამოფიტული, მხოლოდ სამოდელო ასპარეზზე შეიმჩნევა მზიანი ამინდი - უფროდაუფრო ხშირად ტარდება მოდის კვირეულები, ახალ-ახალი მოდელებიც ბრწყინავენ ვარსკვალვებივით და კეკლუცად ირგებენ ბიჭოლას, ზალიკო ბერგერის, ცქვიტინიძის და სხვათა კლასიკური, ეგზოტიკური თუ ველურული სტილის სამოსს.

19 წლის თეე თოჯუნას სამოდელო ასპარეზზე გამოცდილება უკვე აქვს. მას ხშირად იღებენ ცნობილი ფოტოსტუდიები. უცხოეთიდანაც აქვს მიწვევები, კერძოდ პოლონე–თიდან. თუმცა, ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ შეეცადა, უკეთესი პირობების შეთავაზებით იგი საქართველოში დაეტოვებინა და ულტიმატუმის სახით შესთავაზა: ან ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ ან პოლონეთში გამგზავრება.

გარდა ფოტომოდელობისა, თეეს კიდევ ერთი ჰობი აქვს - პოპულარულ სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, ისეთი პოპულარულია, რომ არაერთი პრიზი აქვს მოგებული ლაიქომანიის ფოტოკონკურსებში. ჩვენ ვეცადეთ, ჩემოგვეწერა ყველა ის კონკურსი, სადაც გაიმარჯვა, მაგრამ მათი სიმრავლის გამო ვამჯობინეთ, ისევ მისთვის გვეკითხა.