Showing posts with label მემე. Show all posts
Showing posts with label მემე. Show all posts

Wednesday, February 29, 2012

ფინჯანი ჩაი მემესთან

ეს სტატია დაწერილია კომიქსის სტილში, სურათის ფორმატში, ტექსტის კარგად სანახავად, მოგიწევთ გაადიდოთ ფოტო და ისე წაიკითხოთ. სტატიაში გამოყენებულია შემდეგი მისამართი: www.facebook.com/usataur

One cup tea with MEME  1

Tuesday, January 24, 2012

სად, როგორ, ვინ და რა ვითარებაში მოაჭამა პედოდათვს ყ...


„ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“ — ამ ფრაზით დავიწყებ თავის მართლებას, რადგან სათაურზე არ დაეტია სიტყვა „ყური“ სრულად და შეცდომაში შეგიყვანათ.
„ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ“ — ამავე ფრაზას იმეორებდა პედოდათვი, როცა მშობლები მის ბავშვთან წაასწრებდნენ და თავს ასე იძვრენდა...

  პედოდათვი, იგივე PedoBear, დაიბადა იაპონიაში 2003 წლის 27 თებერვალს ASCII კოდებში გახვეული და კუმა დაარქვეს. იგი პირველად იპოსტებოდა იმ პიროვნებების მისამართით, ვინც ცდილობდა პატარა გოგოების თავის მახეში გაბმას. კუმა თანდათან იზრდებოდა და იხატებოდა. 2005 წლის თებერვლისთვის პირველ ჰენტაიში, „ლოლიკონში“ გადაიღეს. ის ამავე დროს მოღვაწობდა 4chan საიტზეც, უკვე პედოდათვის სახელით. ერთი წლის შემდეგ, 2006 წლის 10 თებერვალს მისი პირველი ფოტო გამოჩნდა მცირეწლოვან გოგონებთან ერთად. ხოლო იმავე წლის 29 ნოემბრისთვის უკვე მთელი ბატალიონი ფოტო დაგროვდა პედოდათვის არქივში.
2008 წლის 14 იანვარს პედოდათვმა საკუთარი სახლი  (www.pedobear.org) გახსნა ინტერნეტში და ბიზნესი დაატრიალა. იგი იმდენად შენიღბულად მუშაობდა, რომ პოპულარული გახდა და 2009 წელს მაილი საირუსის ნომერ პირველ ფანადაც კი დასახელდა. მისი პოპულარულობა ინტერნეტსაც კი გასცდა და სხვადასხვა გაზეთის ფურცლებზეც მოხვდა. მაგალითად, 2009 წლის 3 ივლისს ბლოგერმა მაიკლ ბარიკმა ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის სიმბოლოზე ხუმრობით პედოდათვისთვისაც გამოძებნა ადგილი. ეს ფოტო მოგვიანებით, 2010 წლის 4 თებერვალს ჩეხური სპორტული გაზეთის „The Gazeta Olsztynska“-ს მთავარ გვერდზე მოხვდა.