Showing posts with label კურიოზი. Show all posts
Showing posts with label კურიოზი. Show all posts

Wednesday, February 29, 2012

სკანდალური შოუს მორიდებული წამყვანი


ჩვენს ყოველდღიურობაში ინტერნეტს უფრო დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე ტელევიზიას, მაგრამ ტექნოლოგიები დღეს ტელევიზიას საშუალებას აძლევს, რომ ინტერნეტშიც შემოიჭრას და ასე დაუკითხავად შემოგვიძვრეს მონიტორებში. ბატონ კოტე ყუბანეიშვილის შეხედულებას ბევრი კი ეთანხმება, მაგრამ ჩვენმა ჟურნალმა მაინც გადაწყვიტა, რომელიმე ყურებადი გადაცემის წამყვანისთვის პირადად ეკითხა: „რატომ შვებით მასე“? ბევრი რომ არ გვეფიქრა, "მართლა შოკოლადი" ყველაზე სკანდალური შოუს "100 °C"-ის წამყვანს, ნოდარ მელაძეს შეხვდა და მოდელირებულად ესაუბრა.


მართლა შოკოლადი (შემდეგში დი):  - პირველყოვლისა, მოგესალმები და მადლობას გიხდი დრო რომ გამონახეთ...

ნოდარ მელაძე (შემდეგში ნო): - არაფრის, როგორ გეკადრებათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინტერვიუ სკანდალური გამოვა! (იცინის)

დი: - ვნახოთ... ნოდარ, შენ ხარ ყველაზე სკანდალური შოუს "100 °C"-ის წამყვანი, რამ განაპირობა ამ შოუს არსებობა?


Sunday, January 1, 2012

როგორ შეიქმნა პირველი ქართული მემე

სიტყვა „უნივერსალური“, კინოსტუდია „უნივერსალი“, მხ/ფ „უნივერსალური ჯარისკაცი“, „უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი“... მათ საერთო მხოლოდ სიტყვა აქვთ, მაგრამ უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი მართლაც უნივერსალურია. მისმა ერთ დროს უცნაურ პოზაში გადაღებულმა სურათმა, რომელიც პირველად forum.ge-ს ფლეიმის თემაში გამოქვეყნდა, დიდი გამოძახილი ჰპოვა. სურათის მოტივებზე შექმნეს მემეები, კომიქსები, ბალადები და საერთოდ უამრავი მიმდევარი გაუჩინა, მაგრამ მემეებს შორის ადგილი მხოლოდ მას უჭირავს.
მას ბევრი სახელი აქვს: ოხერი ალფრედო, შპაგატა, ჟასმათი, უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი, მაგრამ მისი ნამდვილი სახელი მხოლოდ რჩეულებმა იციან და არ ამჟღავნებენ, რადგან მერე აღარ იქნებიან რჩეულები. ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ მართლა შეეცადა მასთან ინტერვიუს ჩაწერას, რაც გამოუვიდა და უცვლელად გთავაზობთ.