Showing posts with label 3D. Show all posts
Showing posts with label 3D. Show all posts

Friday, October 12, 2012

რედაქტორის ხე (ბაობაბი)


შვეციური არდადეგები

პარასკევი საღამოა და არ მინდა ვორნები და ბანები ჩამოვარიგო-ო? ჰოდა, მეც ვისარგებლებ ამ შესანიშნავი საღამოთი და... დაგიბრუნდებით. დავბრუნდები იმ  იმედით, რომ მკაცრად არ განმსჯით ამდენხნიანი შესვენების გამო, ჩემი შვეციური არდადეგებისთვის. რატომ შვეცია და არა შვედეთი? ეს დილემა 1995 წლიდან მოყოლებული აწუხებს საზოგადოებას, იმათ, ვინც უყურა ფილმს „შვეციის პრინცი იმერეთიდან“.

მე არც პრინცი ვარ და არც იმერელი, მით უმეტეს, არც პოლიტიკოსი, მაგრამ ხანდახან მეც კაი მამაძაღლი ვარ, ვაფრენ ხოლმე. სწორედ პოლიტიკაა, რომ მომწყვიტა ჟურნალისტურ საქმიანობას და არდადეგები გამიგრძელა. პოლიტიკაა, მთელ ჟურნალზე რომ აირეკლა რუბრიკის, „საძულველი პროფესიის ადამიანის“ გარდა, რიგით უწევდა მაგას „პოლიტიკოსობა“. მიუხედავად ამისა, ჟურნალმა შეძლო გარდატეხა შეეტანა ქართულ ჟურნალისტიკურ სივრცეში და პირველ ანაგლიფურ-სამგანზომილებიან ჟურნალად მოევლინა ქვეყანას.

ანაგლიფურ ჟურნალს, შესაბამისი სათვალეც სჭირდება, მაგრამ მაგაზეც ვიზრუნეთ. სპეციალურად ამობეჭდილ ჟურნალებს მოჰყვება შესაბამისი სათვალე, ხოლო ელექტრო ვერსიაში ხელმარჯვე ოსტატი გასწავლით, როგორ დაამზადოთ 3D სათვალე კუსტარულად. მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და წინასწარ გეტყვით, რომ მომდევო ნომრის ყდა არამარტო ანაგლიფური, არამედ აკრობატულიც იქნება, რომელსაც სანამ არ ნახავთ, წერილობით ვერ აგიხსნით.

ხელმარჯვე ოსტატი


  ჟურნალის ეს ნომერი ანაგლიფურ სურათებს შეიცავს, თქვენ კი მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით არ შეგიძლიათ. მე, ჟურნალის ახალმა ძველმა პერსონაჟმა, ვიზრუნე თქვენზე და გთავაზობთ ანაგლიფური სათვალის კუსტარულ პირობებში დამზადების ხერხს.
  ამობეჭდეთ სურათი ან თავად დახატეთ მსგავსი. გამოჭერით ნაწილები, წყვეტილ ხაზებზე ჩაჭერით და ერთმანეთს ჩამოაცვით. წითელი და ცისფერი ლინზების ნაცვლად შეგიძლიათ იგივე ფერის გამჭვირვალე მასალა მოიძიოთ და მიაკრათ. მაგალითად, რვეულების ფერადი გადასაკრავი, ფერადი გამჭვირ-ვალე საქაღალდე, ბოლოს და ბოლოს შესაბამისი ფერის პლასტმასის ბოთლიც კი.
  ხელებს ყველაფერი შეუძლიათ, ფანტაზია კი ამოუწურავია. შემდეგ ნომრებშიც სხვა ბევრ გასართობს შემოგთავაზებთ, დამელოდეთ და შეგიძლიათ თქვენი იდეებიც გამიზიაროთ.