Showing posts with label მგლებე. Show all posts
Showing posts with label მგლებე. Show all posts

Friday, October 12, 2012

არასიმეტრიული კროსვორდი


ჟურნალს, ისევე როგორც სხვა ჟურნალებს, სჭირდებოდა რამე გასართობი გვერდი. გართობის ერთ-ერთი სახეა კროსვორდი, რომლის შევსებაც ბევრს უყვარს. მაგრამ ეს არის არასიმეტრიული და არამოტივირებული (ხმამაღალი ნათქვამია და) კროსვორდი. თუ კროსვორს ვერ ამოხსნი, გამოგყვება საშემოდგომო! კროსვორდის ამოსახსნელად უნდა ერკვეოდე ქართულ ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე ღადაობებში. მინიმუმ, ფორუმ.გეს უსათაუროს აქტიური წევრი უნდა ყოფილიყავი მაინც. ყველა კითხვა იუმორისტულია და ქვეტექსტებს არ ატარებს. თუ რამე პრობლემაა იცით სადაც ვართ მაგრად

(ბოლო წინადადება სასვენ ნიშნებს არ საჭიროებს)



ამ გვერდზე, შეგიძლია, უბრალოდ გადაიკითხო კითხვები, თუმცა, თუ ამობეჭდვა გეზარება, მაგრამ შევსებაც გინდათ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და კითხვების ქვემოთ არის ღილაკი Solve online. მასზე დაკლიკებით ასოების ჩაწერას შეძლებ. კარგ გართობას გისურვებთ! პუ.სუ. ონლაინ კროსვორდი მხოლოდ 59 კითხვისგან შედგება.

Wednesday, February 29, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 2

პროფესია მეორე: მე ექიმი.

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
2. ექიმებს;
4. იურისტებს;
5. პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
მგლები, ბუნების სანიტრებად წოდებულნი, ბევრს აშინებს. ზღაპრებშიც სულ ბოროტ როლებშია, მაგრამ რაც ჩვენ სისასტიკე გვგონია, ბუნებისთვის ჩვეული ყოველდღიურობა და მეტი, შვების მომტანია, რადგან ისინი ხშირად დაავადებულ ცხოველებს მიირთმევენ და ამ დაავადების გავრცელების რისკს ამცირებენ.
ექიმები, რაც არ უნდა გულქვა მგლები და სისხლიმსმელი ვუძახოთ, მაინც ექიმები არიან და გაჭირვების ჟამს მათი იმედი გვაქვს. ისინიც ადამიანები არიან და თავიანთი მეთოდებით ცდილობენ ჩვენს ან ჩვენი ახლობლის განკურნებას. ვეცდები, კარგი ექიმი დავუპირისპირო კარგ ექიმს, შესაბამისად,  კარგი მკურნალობა - კარგ მკურნალობას.

Sunday, February 12, 2012

გავტეხე მაღაზია, ვჭამ სელდიას, ბლატნოი ნომერი აქვს ვანელ სერგიას.


სტატია დაშტამპულია 16+_ით,
დაცენზურებული არანორმატიული ლექსიკა.

ქუთაისი რომ იუმორის ქალაქია, ოდითგან ცნობილია. აქ ყველა იუმორისტია, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ სერგია ცალკე აღნიშვნის ღირსია. იგი არაქუთაისელებისათვის ცნობილი იუთუბის მეშვეობით გახდა. მისი იუმორი ზოგჯერ 16+_ითაც ფასდება და იუმორის ბაზარზე მოთხოვნადია. ვნახეთ რა ვიდეო, მისი არა იუმორით, არამედ მობილურის ბლატნოი ნომრით დავინტერესდით და იმ ქუთაისელ ავტორიტეტებს გავესაუბრეთ, რომელთაც შეიძლება სცოდნოდათ.