Sunday, April 1, 2012

NDAI-ს სოციალური გამოკითხვა მუსიკალურ სამყაროში


მოგეხსენებათ, მუსიკა ადამიანის სულიერი საზრდოა. ამ ბოლოს საქართველოში ბევრი შადრევანი, გამჭვივალე შენობა და კრეატიული ძეგლი აშენდა, ასევე გზებიც დაიგო და, უამრავ ტურისტთან ერთად, ბევრი მომღერალიც სტუმრობს: თანამედროვე თუ დრომოჭმული, პოპისა თუ ჯაზის წარმომადგენელი. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში მუსირებს აზრი, რომ  მუსიკოსების ჩამოყვანას მოქალაქეებს არ უთანხმებენ. მართლა შოკოლადი“ დაინტერესდა მოქალაქეების გემოვნებით და იმით, თუ ვისი ხილვა სურთ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს და შეძლებისდაგვარად, თავის თავზე აეღო ყველაზე პოპულარული მომღერლის ჩამოყვანის ორგანიზება. ამ მიზნით, ჩვენმა კორესპონდენტმა ნოდარ დაფიქრებულმა, რომელიც ამავდროულად NDAI-ს (ნოდარ დაფიქრებულის ასოციაციაი) პრეზიდენტია, ქუჩაში სოციალური გამოკითხვა ჩაატარა. კითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: ხვალ რომ კონცერტი იყოს, რომელი მომღერლის ან ჯგუფის ნახვას ისურვებდით?
გამოკითხვის დღეც სწორად იქნა შერჩეული - უამრავი ადამიანი იყო ქუჩაში და ნოდარს ბევრი სიარული არ დასჭირვებია.

ნანა სალიაძე (52 წლის): აბბას სიმღერა თუ გახსოვთ, გიმი გიმი გიმი, ქალიშვილობა სწორედ მაგ სიმღერის ფონზე დავკარგე. აბბას ნახვას ვისურვებდი და მეორედ სექსს.

ლიკაჩო (21 წლის): აუ, შემეშვი რააა!

დავით მსმელიძე (55 წლის): შენ შემოგევლე, დღეს დიდი დღესასწაული "ჩვეულებრივი ორშაბათია", ბიჭები აღვნიშნავთ სკვერში და მისაყოლებლისთვის 2 ლარი გვაკლდება, დაგვიმატე და ჩვენ მოგიწყობთ, თუ გინდა, კონცერტს.

ირაკლი ჟამენავა (30 წლის): მეტალიკები.

სოფო (18 წლის): ჯასტინ ბიბერი! რა საყვარელია, ჩემი კუმირია! დაუფიქრებლად დავნებდებოდი მას!!!

შოთო (20 წლის): ჯასტინ ბიბერი! რა საყვარელია, ჩემი კუმირია! დაუფიქრებლად დავნებდებოდი მას!!!

გურო (23 წლის): წინა ორ რესპოდენტს მოვკლავდი...

ნატალია (42 წლის:) ჩამოიყვანონ შანსონის ვარსკვლავები. ეს ვინები ჩამოყავთ, где у них вкус?!

ნუგზარ მოკარიძე (55 წლის): ლედ ცეპელინები ან ფინ ფლოუდები, მთელი ახალგაზრდობა მათ მუსიკას ვუსმენდით, აი მეორე ალბომში როა, ბასს რომ შეჰყავს: დდნ-დნნ დდ დდ დდ... ცრემლი მომადგა, კაცობას გეფიცები. სადა აქვთ ამათ გემოვნება, ამ ნაძირლებს, ამ არაკაცებს... (კორექტულობის გამო, დანარჩენი ტექსტი ამოღებულია)

აკოფ ხაჩიკიანი (69 წლის): კითხვა გაუმეორე, თუ შეუძლია... ეეე, კანეჩნა, ჩვენი სოფი ლორენი! (აქ კორესპონდენტმა შეახსენა, რომ მომღერლებზე იყო საუბარი) ააა, ნუ კაკაია რაზნიცა, ჩვენი ხომ არის?!

სულხანი (40 წლის): რა მეკონცერტება, თუ ძმა ხარ, სამი დღეა კუჭში ვერ გავდივარ... მკლავს გაზები. კონცერტი არ ვიცი, მაგრამ ისე მაქვს მუცელი კონცერტის ბოლოს ფეირვერკს მე გავაკეთებდი...

ლუიზა ნასმორკოვა (60 წლის): иосиф кобзон (ამ დროს შემთხვევით გავლილმა პატრულმა ქალბატონ ლუიზას რუსული სიმღერების მოსმენის გამო ჯარიმა გამოუწერა, საბედნიეროდ, ქალბატონი ლუიზა არ დაუკავებიათ)

ნანა ნაზაძე (33 წლის): იცით რა არის, სულიერ მხარეს რომ მიაქციოთ ყურადღება, უკეთესი იქნება. როდესაც სულში გემღერება, მაშინ არც კონცერტი გინდა და არც არაფერი. გინდა, რომ ფოთლად იქცე, ნიავს გაყვე და ნიავთან ერთად ინარნარო (ქალბატონ ნანას, ვინმე თენგომ საუბარი შეაწყვეტინა: არ გინდათ სპორტის სასახლის წინ რომ ძეგლია "ფოთოლა" ისე დამანარნარდეთ აგერ?) ვაიმე, სიამოვნებით... (ჩვენმა კორესპონდენტმა ბედნიერება უსურვა ექსპრომტად შექმნილ წყვილს)

ჩელე (60 წლის "საპოჟნიკი"): გენაცვალე, საბრინას რომ ბურთები ქონდა, ისეთს ვეღარა ნახავთ. რაც მე მაგის მუსიკაზე მიცეკვია უხსენებელზე ხელჩაკიდებულს და ნეტარებას მივცემივარ, იმდენი სიხaრული შენ, ოქრო!

ბესიკ კორალიძე (59 წლის): ლუჩიანო პავაროტი (კორესპონდენტმა შეახსენა, რომ პავაროტი გარდაცვლილია) მაშინ, ღმერთმა გაანათლოს...

ლონდა (27 წლის): პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, არ გინდა ეს მორიდება... სტანდარტი 50 ლარი, ოთახის და ზეწრის ფულიც შენია. ასევე ვიცი მინეტი, ჟვინეტი, კარალევსკი მინეტი, მინეტი ფეხის თითებინან, მოკლედ, პროფესიონალი ვარ!

თორნიკე (20 წლის): აუუ, მაგარად მინდა რომ ემინემი ჩამოიყვანონ, ყველანი ემინემს მამსგავსებენ (ჩვენმა კორესპონდენტმა პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობა ურჩია თორნიკეს)

ბადრი (41 წლის): არ მცალია ხვალ...

ნინო (29 წლის): მე მადონა ვა, მადონა!!! (ჩვენმა კორესპონდენტმა აქაც გამოიჩინა გულისხმიერება და საგიჟეთში დარეკა)

ამ გამოკითხვაზე გრაფიკი ვერ შევადგინეთ იმიტომ, რომ რომ ქართველი მსმენელი იმდენად განსხვავებული გემოვნებისა აღმოჩნდა, თითქმის ყველა მომღერალი უნდა შეგვეყვანა და ხმებიც თითქმის თანაბრად გადანაწილდებოდა.ზოგს ვინ მოსწონს, ზოგს ვისი. თან რომელიმე მეტად სასურველი მომღერლის ჩამოყვანის შემთხვევაშიც კი გარანტია არ გვაქვს, რომ ჟურნალ „მართლა შოკოლადის“ მისამართით ლანძღვის ნიაღვარი არ წამოვა, რატომ სხვა მომღერალი არ ჩამოიყვანეთო... ამ გამოკითხვის შემდეგ ნოდარ დაფიქრებულმა საიდუმლოდ გაგვანდო: პირადად ვისურვებდი, ჩამოყვანის ნაცვლად სამუდამოდ გავუშვათ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ქვეყნიდან, იქნებ ამ ქმედებით ერის სულიერი სიმძიმე რაღაც დოზით მაინც შეგვემცირებინაო. ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ მართლა ეცდება შექმნას შესაბამისი ფონდი, რათა ეს საშვილიშვილო საქმე თავის თავზე იტვირთოს.
Chonchxis mzera

No comments:

Post a Comment