რა დაუბარა ინტერნეტის შემქმნელმა სულხან კვერნაძემ იუზერებს
იყო დრო, როდესაც ინტერნეტს არ ჰქონდა ისეთი ფართო შესაძლებლობები ჩვენს ხელში, როგორიც დღესა აქვს. თუმცა, ჩვენი ამბიციები, პოპულარულები ვყოფილიყავით, ყოველთვის დიდი იყო და გვაიძულებდა, ჩაგვებარებინა გამოცდები წარმატებისთვის, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ ჩავიჭერით... ჩავიჭერით... ჩავიჭერით.... ახლობლებმა კი რა გვიქნეს?! ოცნებები დაგვინგრიეს, იდეები დაგვიწუნეს... მთელი ცხოვრება პოპულარულობაზე ვოცნებობდით და სასაცილოდ აგვიგდეს! კხმ... ასე ვუერთდებოდით ჩაჭრილთა უზარმაზარ არმიას, სადაც, მიუხედავად ჩვენი წარუმატებლობისა, ყველა თავისებურად უნიკალური იყო.
ჩაჭრილთა არმიაში კულინარი გელა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო - ბუნჩულა, დაბნეული, მაგრამ კატეგორიული. მას არამარტო დასცინეს, არამედ სამსახურიდანაც ბევრჯერ გააგდეს, მაგრამ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად იკრეფდა პოპულარულობას და უკვე 2011 წელს სოციალური ქსელების ყველა გამოკითხვის ლიდერი იყო. რომელი გამოკითხვების? სულერთია, ყველასი: ვაშლი გიყვარს თუ მსხალი? - გელა; 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო - გელა; რომელი კუთხიდან ხარ? - გელა; მარჯვენა თუ მარცხენა? - გელა!
ამის მიუხედავად, ჩვენგან განსხვავებით, გელა არ ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ჩვენ თუ გვისწორდება პოპულარულობა, მას უფრო უსწორდებოდა, 3-ჯერ მეტად. მისი ასეთი წარმატება ფორუმის ფლეიმის იუზერების დამსახურებაც იყო. მათვე შეეძლოთ გელა მემედ ექციათ, მაგრამ დააგვიანეს... 14 წლის ჰაკერმა მსოფლიოში ცნობილ მემეს Trollface-ს სვანური ქუდი დაახურა და Forever GELA დაარქვა, ხოლო სხვა დანარჩენ მემეებს ტროლფეისები უწოდა და ერთი ხელის მოსმით წაშალა მათი იდენტობა ჯერ გაუცნობიერებელი ინტერნეტ მომხმარებლების თვალში. დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც Forever GELA-ს ადმინებმა ფორუმელების მიერ გაკეთებული კომიქსების მითვისება დაიწყეს. ასე გაირბინა შავმა კატამ ორ ბანაკს შორის: 1. გელა & ფორუმელები, 2. Forever GELA & მისი დაია-ძამიები.
მართლა შოკოლადი (შემდეგში მაშ): -გელა, თქვენ წარმატების ზენიტში იყავით, უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ და უყვარხართ. რატომ არ დაარეგისტრირეთ ფეისბუკზე თქვენი სახელობის გვერდი უფრო ადრე?
გელა (შემდეგში გელა): -გვარი ვერ გავიხსენე და რა ჩამეწერა? ახლა მაქვს, შეგიძლიათ შეხვიდეთ: გელას ფანების გვერდი
მაშ: როგორც ვიცი, თქვენ უამრავი თაყვანისმცემელის მოწონება დაიმსახურეთ. ვინც „ჩაჭრილებს“ უყურა, თქვენი ფანია, ანუ საქართველოს მოსახლეობის 72%. ისიც გავიგე, რომ მათი ლაიქები Forever GELA-ს გვერდს გაუცვალეთ სამზარეულოს სრულ ინვენტარში. ასე რატომ გააკეთეთ?
გელა: -აბა, იმდენი რად მინდოდა?
მაშ: -ამ გარიგებისა და სხვა მაქინაციების წყალობით Forever GELA-ს უამრავი ლაიქი დაუგროვდა. თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რამდენი მოწონება აქვს მათ გვერდს?
გელა: -75 მილიონი იქნება!
მაშ: -რამდენი?
გელა: -5 მილიონ 995 ათასი...
მაშ: -21 000-ზე მეტი არა აქვს.
გელა: -რაღა დარჩა, რო?
მაშ: -ფორუმელებს, მათ შორის თქვენც, მოგწონდათ Forever GELA-ს გვერდი და ხშირად სტუმრობდით და იცინოდით ხოლმე. რა მოხდა ისეთი, რამაც თქვენი დაპირისპირება გამოიწვია?
გელა: -აღარ მიყვარს, არაა!
რიგითობის პრინციპით Forever GELA-სთან საუბრის დრო მოვიდა, რომელმაც გვერდზე გასვლა მოითხოვა. საშაურმეს ოდნავ რომ მოვშორდით, ტელეფონმა დამირეკა:
ტელეფონი: -შაურმის ფული რატომ არ გადამიხადა?
მაშ: -ვერ ხედავ, ჩემთანაა, შეჩემა?
ტელეფონი: -კაი, ხო...
მაშ: -ბატონო Forever GELA, რამ შთაგაგონათ თქვენი გვერდი გაგეხსნათ? რას გრძნობდით?
მაშ: -თქვენი პეიჯის სახე ისედაც მსოფლიოში ცნობილი ორი მემეს ნაზავია - Trollface და Forever Alone, გარდა ამისა გელა ისედაც პოპულარული იყო ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ჩვენი კვლევების თანახმად, თქვენი გვერდის გაპოპულარულების ძირითადი ფაქტორი კომიქსები და რეკლამა იყო...
GEL: -არა, რა რეკლამა! ჩვენი 4 კაციანი ადმინების ჯგუფი დღედაღამ მუშაობდა ამ კომიქსების გაკეთებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენს წარმატებაზე დადებითად აისახა.
მაშ: -ჩვენივე ინფორმაციით, კომიქსების უმრავლესობა ფორუმელების გაკეთებული იყო, ზოგიც უცხოურიდან გადმოთარგმნილი...
GEL: -არა, ძამია, ვერ ხედავ, ყველა კომიქსს ჩვენი სახელი აწერია?
მაშ: -სახელი კი თქვენი აწერია, მაგრამ ფორუმელები ამბობენ, მათ გვერდზე ატვირთულ და წყარომითითებულ კომიქსებს შლიდნენ და თავის სახელდაწერილს ახლიდან დებდნენო.
GEL: -არა, მტკნარი სიცრუეა! ერთ მტკიცებულებასაც ვერ დადებ, სადაც მაგას იძახის ვინმე, თუ ბევრს ილაპარაკებთ, თქვენს კომენტარებსაც წავშლი!..
მაშ: -რა კაი ბიჭივით ბლატაობ? ვცდილობ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, პლაგიატობა არაა კარგი... აი, ფაქტები ფორუმის გვერდზე, სადაც კომენტარებს თქვენ ვერ წაშლიდით: თემა ფორევერ გელაზე
GEL: -პროსტა, ჩხუბი არ მინდა, თორე იცი რას გიზამ? სახეს მოგაჭრი და კომიქსზე დავაწებებ!
გელა: -ბენზინი დაგასხათ?
GEL: -იცი რაა?.. წავედი აქედან... მე ის კი არა ვარ! აუ, თქვენ რა მოგივათ!!! ნახეთ რა, პროსტა! შენ კიდევ, „მართლა შოკოლადო“, დამპალი ყოფილხარ, გაიგე?!
რადგან ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ კონფლიქტში იქნა ჩათრეული და მხარედ წარმოჩინდა, საბოლოო სიტყვის სათქმელად ქართული ინტერნეტის აღმზრდელს, ცნობილ ქართველ ჰუმანიტარ სუხლან კვერნაძეს ვესტუმრეთ. სამწუხაროდ, იგი გარდაცვლილი დაგვხვდა და საბოლოო სიტყვის თქმა მისმა შვილმა - საბამ ითავა. ჩვენ მას უცვლელად გთავაზობთ.
საბა: -ქართული ინტერნეტი მამაჩემმა, სულხან კვერნაძემ დააარსა და მე გადმომაბარა სამართავად. ასე დამაბარა: შვილო, საბაო, ამათ ძალიან ნუ გადაყვები თანაო. ამათ ახლის შექმნა კი არა, მაიმუნობა და ვირიშვილობა უნდათო, მეტი არაფერზე ესენი არ ფიქრობენ, ერთმანეთის გაკეთებულ ნამუშევრებს ითვისებენო. მოიპარავენ სხვის ნამუშევრებს და მერე ზოგი დაბლატაობს, ზოგი დაბოზაობს და შეცდომით სხვას აძლევს. რავი, რას გაუგებ ამათ, რა ჯანდაბად უნდათ ერთიდაიგივე ნამუშევრები ყველა კუთხეში?! ინტერნეტი სულ სხვა რამისთვისაა შექმნილი... აი, შენს ნამუშევარს რომ შექმნი, ცოტა ყურადღებაც რომ მოგაქციონ. თან ისეთი ყურადღება, რომ უფრო შემოქმედებითად მიუდგე შენს საქმეს და უკეთესი გააკეთო. გაა#ვით ეხლა!
No comments:
Post a Comment