არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო... და მართლაც, მწყერი ხეზე არ ჯდება, მაგრამ, ვაითუ, მოხდეს სასწაული და მწყერი ხეზე შეჯდეს, არ უნდა ვიყოთ დაცული? ამიტომაც ხეები უნდა მოვჭრათ, რათა სასწაულის მოხდენის შემთხვევაში, მოსახლეობის ყოველგვარი ხიფათი ავარიდოთ!!!
დაახლოებით ამგვარი აბსურდული მიზეზი შეიძლება მოუძებნო ხეების მასიურ გაჩეხვას, რომელიც „სულ რაღაც 7 ხე მოიჭრა, მერე რა“ ან „ღობეს
ჩხირი, ღობეს ჩხირი“–ს პრინციპით ათასებამდე ავიდა.
„მართლა შოკოლადი“ ჯერ კიდევ
კიკვიძის ბაღის გაჩეხვის დროს ცდილობდა მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებას და
ხეების ჭრის ნებართვის მოძიებას, მაგრამ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, შედეგს ვერ მიაღწია... ბოლოს გადავწყვიტეთ, ინფორმაცია
უშუალოდ საქმის შემსრულებლებისგან მიგვეღო და ჩვენი კორესპონდენტი, ალიკა ტოტებაძე, ერთერთ ხისმჭრელს, ვინმე კირილე ცულაძეს, იგივე „ცულას" გაესაუბრა.
– გამარჯობა, ბატონო კირილე! მოდით, პირდაპირ კითხვით მოგმართავთ: რას ერჩით ამ ხეებს,
რატომ ჭრით ასე განუკითხავად? რამე
დაგვიშავა?
– ანუ ხეების გაჩეხვის რეალური მიზეზი, ეს არის, რაც მოგვახსენეთ?
– არა, მიზეზი უფრო მაშტაბურია, როგორც ჩვენმა უფროსობამ გვითხრა.
– გვიამბეთ ამ მაშტაბური მიზეზის შესახებ...
– ღამის სამი საათი იყო, ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა,
ჩვენი უფროსი იყო, რომელმაც
მოკლედ მიბრძანა სამსახურში დაუყოვნებლივ მისვლა. მეც რა
მექნა, ტრუსის ამარა გავარდი გარეთ, მანქანა დავქოქე და სამსახურში მივედი. საგანგებო შეკრება იყო, სადაც აგვიხსნეს თუ რა ზიანი მოაქვთ ხეებს, გარდა იმისა, რომ ქალის სილამაზის აღქმაში გვეფარება და ხელს გვიშლის, მთავარი მიზეზი საკმაოდ მწვავე იყო. თურმე, ამ ხეს შეუძლია ადამიანში ისეთი ალერგია გამოიწვიოს, რომ დააცემინებინოს კიდეც. ამიტომ მოსახლების კეთილდღეობისთვის გადაწყდა ხეების სასწრაფოდ გაჩეხვა.
– შეხვედრის შემდეგ, რამდენ ხანში დაიწყეთ დასახული გეგმის შესრულება?
– იმავე ღამეს, რათა მოსახლეობა არ გაგვეღვიძებინა და დილით გაგვეხარებინა... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც დილით იღვიძებ და შენი მტერი განადგურებულია...
იმ ანეკდოტივითაა, გიჟები მძინარე ექიმს თავს რომ მოაჭრიან და
საწოლის ქვეშ დამალავენ, აბა, დილით რომ გაიღვიძებს და თავს ვერ იპოვის, რას იზამსო
(გადაიხარხარა).
– ანუ ხე, რომელიც ჟანგბადს გამოყოფს, ჩვენი მტერია?
– ვინ მოგახსენათ, რომ ხე ჟანგბადს გამოყოფს? ჟანგბადი თავისით წარმოიქმნება. ალბათ, სკოლაში ფიზიკას არ სწავლობდით!
– არ ვაპირებ თქვენთან კამათს, ბატონო „ცულა“... რამდენი ადამინი მონაწილეობდა გაჩეხვის პროცედურაში?
– 666 ჭეშმარიტი ქრისტიანი და ვაჟკაცი ქართველი.
ხე ვაჟა-ფშაველას 3 ნომერთან. |
– ძნელია შეგედავოთ... ბატონო კირილე, ვაჟა–ფშაველას გამზირის დასაწყიში,
ასევე, თბილისის სხვა
ადგილებშიც, არსებობენ ავარიული ხეები, რომლებიც რეალურად სახიფათოა მოქალაქეებისთვის. ქარის ამოვარდნასთან ერთად საფრთხე მატულობს. თუ გსმენიათ ამ ავარიული ხეების შესახებ და თუ დაგავალათ უფროსობამ ამ პრობლემის მოგვარება?
– კი მაგრამ, ბატონო კირილე, რეალურად რომ მოხდეს უბედურება და ეს ხეები მართლა წაიქცეს, მერე რას აპირებთ? რას უპასუხებთ დაზარალებულ მოქალაქეებს?
– იმას, რაც ნანას ვუპასუხე – ფეხებზე მკიდია!
– გასაგებია... კიდევ რა გითხრათ უფროსობამ, როდემდე გაგრძელდება ხეების გაჩეხვაო, ამის შესახებ ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?
– დაუკრეფავში კი ნუ გადახვალთ!!! მათ ჩინებულად იციან, რა როდის უნდა შეწყვიტონ. ხო, კიდევ ეს დაგვავალეს
– ადრე თუ დაცემინების დროს ადამიანს ჯანმრთელობას, გაზრდას და ბევრ ფულს უსურვებდნენო,
ახლა ჭადრის მოჭრა უსურვეთო. ჩვენც ასე ვიქცევით ("ცულას" უეცრად დააცემინა).
– სიკვდილი და არ გადარჩენა...
– რა თქვით?
– არაფერი... მადლობთ საუბრისთვის!
– ხარაშო...
„მართლა შოკოლადი“ იმედოვნებს, რომ ხეების მასიური ჭრა–ჩეხვა შეწყდება.
თუ მაინცდამაინც, არის ქალაქში მართლა მოსაჭრელი ხეები, ოღონდ
არა იმ რაოდენობით, რაც ამჟამად იჭრება. მოჭრილი ხეების ადგილზე კი კაკაოს, იგივე შოკოლადის
ხეების დარგვას ვურჩევთ მერიას და ნერგებსაც ჩვენ შევთავაზებთ, თითოს სულ რაღაც
999 ლარად და 99 თეთრად. აი, მერე ნახეთ შოკოტურიზმის განვითარება თბილისის ქუჩებში.
მანამ, სანამ ხურმის ხეებიც მოუჭრიათ, რათა ზედ ვირი გავიდეს, იმედი გვაქვს, რომ „ცულასაც“ აეხილება თვალები და ქალის სილამაზის აღქმასთან ერთად ბუნების სილამაზის აღქმასაც მოახერხებს, თორემ ხე და ბუნებაც
ცოცხალი ორგანიზმია და კონტრშეტევაზე გადმოვა...
Chonchxis mzera
No comments:
Post a Comment