Sunday, April 1, 2012

წვიმად გადაქცეული და ჩვენთან გამოქცეული დედამთილი

ჩემი რძალი ფორუმელი აღმოჩნდა...


გასულ კვირას რედაქციაში სანდომიანი იერის ქალი გვესტუმრა. ქალბატონი 57  წლის ცუცად გაგვეცნო. ქალბატონი ცუცა დამსახურებული პედაგოგია. ბევრი სასახელო მამულიშვილი აღუზრდია და სემესტრის ბოლოსაც ყოველთვის ის იცინოდა ხოლმე.

მას სურდა თავისი ტრაგიკული ისტორია ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის მოეთხრო და ჩვენც საშუალება მივეცით მისი ტკივილი თქვენამდე მოეტანა.

ცუცა:  25 წლიდან სკოლაში ვმუშაობ, 30-ის ვიყავი, როცა რეზიკო გავიცანი. მუცელში პეპლები ამიფარფატდა და პირველ დღესვე მივეცი უფლება ხელკავი გამოედო.  ასე გამოდება-გამოდებით მისი გავხდი და მალე თემურიკო შეგვეძინა.

ვანებივრებდით. ყველანაირად ვცდილობდით სასახელო ვაჟკაცად გაგვეზარდა. უნივერსიტეტშიც მოვაწყვეთ და ჩვენი ცხოვრება აპრილის ცაზე გამოჩენილ ცისარტყელას გავდა. თემურიკოც 25 წლამდე კალთიდან არ გვშორდებოდა, მაგრამ მალე ჩვენ ცხოვრებაში საშინელი უბედურება მოხდა.



ერთ დღესაც თემურიკომ გამოგვიცხადა, რომ შეყვარებული იყო. მალე თინიკო სახლშიც მოიყვანა. თავიდან სიმპატიით განვეწყვეთ ... თემურკოც ძალიან შეყვარებული ჩანდა.  მოკლედ,  ჩვენ ხელი არ შევუშალეთ და მალე ქორწილიც გაიმართა.

ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა,თუმცა ერთხელ თინიკოს კომპიუტერი ჩართული დარჩა. შემთხვევით მივედი და ფორუმი იყო გახსნილი. 

 ''შემოსული ხართ როგორც: სვით_დრეამ'' შემომეფეთა თვალებში. გაოგნებულმა Find all (last 1000) posts by this member ვნახე და მერჩივნა იქვე გავთავებულიყავი. ქალბატონის პოსტების უმრავლსობა სექსუალურ თემებში იყო დაწერილი. ჩემ თავს არ ვაკადრებ იმ სიტყვების აქ დაწერას, რაც მე იქ ვიხილე.  იმ დღეს მოვკვდი. განსაკუთრებით მაშინ,როცა აღმოვაჩინე,  რომ თუმრე ორალური სექსის თემაში ერთად ვპოსტავდით და მეთვითონ ვაძლევდი იმ ენაგასახმობს რჩევებს. ალბათ მიხვდით, მეც ფორუმელი ვარ.

მიმძიმს საუბრის გაგრძელება, ჩემი რძალი გარყვნილი აღმოჩნდა... ახლა არაფერი არ მინდა, უბრალოდ, ყველას გთხოვთ, როცა თქვენ ოჯახში ვინმე დააპირებს შემოსვლას აუცილებლად დაუსერჩეთ პოსტები ფორუმ.გე-ზე.

No comments:

Post a Comment