
ჯანდაბა! ვინ
არის კონი?
რატომ უნდა
იყოს ცნობილი
ის და
არა მე?
- ეს კითხვები
ბუნებრივად გამიჩნდა,
რადგან, რამდენადაც გვინდა ვიყოთ
ცნობილები, იმდენად
ვერ ვიტანთ
ჩვენზე ცნობილ
ადამიანებს. ვინაიდან
ცნობილად ყოფნის
სურვილი მაინცდამაინც არ მკლავს,
შოკოლადისფერი ბინდი
არ გადამკვრია გონებაზე და
საღი აზრით
დავიწყე ჟურნალისტური გამოძიება კონიზე
და უხილავ
ბავშვებზე.
ჯოზეფ რაო
კონი (Joseph Rao Kony) 1961 წლის სექტებმერ-ოქტომბერში დაბადებულა უგანდის
ჩრდილოეთ რაიონში,
სოფელ ოდეკში.
მისი მშობლები,
მამა ლუიზი
ობოლი და
დედა ნორა,
ფერმერები იყვნენ.
პატარა რაოს
კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძმასთან,
მაგრამ კონფლიქტების დროს ხშირად
ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს. დასაშოშმინებლად მშობლებმა
ის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში
სტიქაროსნად მიაბარეს,
მაგრამ იმდენად
ცელქი იყო,
დაახლოებით 15 წლის
ასაკში იგი
ეკლესიიდანაც გამოაგდეს
და სკოლიდანაც. მისი უფროსი
ძმა, ჯემი
ბრაუ, სოფლის
ექიმი იყო
და მოზარდი
ძმა თანაშემწედ აიყვანა. ძმის უდროო სიკვდილის
შემდეგ რაომ
ექიმობაზე ხელი
აიღო და
ცოლების მოყვანა
დაიწყო...
ალბათ გაგეცინათ,
მაგრამ ასე
არ არის.
რაო კონის
2007 წლისთვის უკვე
88 ცოლი და
42 შვილი ჰყავდა,
ამდენ ქორწილს
მოსწრება ხომ
უნდოდა? ჩემი
უხეში დაანგარიშებით, წელიწადში ორი
ცოლი უნდა
მოეყვანა, რომ
გეგმა შეესრულებინა. ისე, რად უნდოდა ამდენი
ცოლი? ალბათ,
დაჯდება ხოლმე,
ცოლებს გაჰყოფს
გუნდებად (8 გუნდი
გამოდის), ატარებს
ჩემპიონატს ფეხბურთში
და გამარჯვებულ გუნდს შოკოლადის
თასს გადასცემს,
ბავშვის სახით...
მან დანაკლისის შევსება
ბავშვებით დაიწყო
და დაჯგუფებასაც „უფლის წინააღმდეგობის არმია“ (უწა) უწოდა. ბავშვების წასაყვანად ხშირად მშობლებისა და მეზობლების მოკვლაც უწევდა,
რის გამოც
2005 წელს იგი
საერთაშორისო ტერორისტად შერაცხეს და
მასზე ნადირობა
გამოაცხადეს. როი
კონის, რომელიც
10 მცნებას პირუთვნელად იცავდა, ეწყინა და
საქვეყნოდ განაცხადა:
„ეს რა
ცუდია? ეს
არ არის
ადამიანის უფლებების
დარღვევა. ეს
მცნებები არ
მოუგონია ჯოზეფს.
ეს მცნებები
არ მოუგონია
უწას. ეს
მცნებები ღმერთმა
დაგვიტოვა!“
როგორც გავარკვიეთ, კონი ყოფილა
აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის მოღვაწე,
რომელიც თავისი
ქვეყნისთვის რაღაცას
ცდილობს. ახლაც
მეცინება ფოტომონტაჟზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, თუ რა რეაქცია
ექნებოდა კონის,
როცა პოპულარულს გახდიდნენ მსოფლიოში
და ერთ მშვენიერ დღეს
ფეისბუქში შევიდოდა.
ეს შორეული
მომავლის საქმე
არ არის
(თუ ფეისბუქი
აქვს, ეცოდინება
უკვე), რადგან
კონის შესახებ
უკვე ბევრმა
იცის. ეს
ყველაფერი ჯეისონ
რასელის დამსახურებაა.
ჯეისონ რასელი
(Jason Russell) 1978 წელს არის
დაბადებული. ცხოვრობს
სან დიეგოში,
კალიფორნიის შტატში.
2004 წელს დაქორწინდა დანიკა ჯონსზე
და დღესდღეობით ორი შვილი
ჰყავთ. იგი
რეჟისორია და
რამდენიმე ფილმის
ავტორიც. მისი
ფილმები ისეთ
ზოგადსაკაცობრიო თემებს
ეხება, როგორებიცაა შიდსი, თავისუფლება და
ადამიანების გადარჩენა.
ეს ალბათ, მისმა რწმენამ
განაპირობა, იგი
ევანგელისტია.
2012 წელს, გაიგო რა,
ამერიკის არმიას
სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა ადგილობრივი სამხედრო შენაერთისგან, რომლის ძირითადი
წევრებიც შოკოლადისფერი ბავშვები არიანო,
გადაწყვიტა, დახმარებოდა საკუთარ ქვეყანას
და სწორედ
მან გადაიღო
ფილმი „უხილავი
ბავშვები - კონი 2012“ და გაავრცელა
მთელს მსოფლიოში.
ეს ფილმი
დღემდე 86 მილიონ
800 ათასმა ადამიანმა
ნახა.
ჟურნალ „მართლა
შოკოლადს“ უნდოდა
ჯეისონისგან ინტერვიუ
აეღო, მაგრამ
ექიმებმა, სიმშვიდე
სჭირდებაო და
პალატაში არ
შეგვიშვეს. ამიტომ,
ჩვენც პიტერ
პენს მივმართეთ.
შოკო:
-ბატონო პიტერ,
მოგეხსენებათ დღეს
დიდი კამპანიაა
გაჩაღებული ბავშვების
არმიაში მსახურების გარშემო. რას იტყვით ამაზე?
თქვენც ხომ
გყავთ ბავშვების
არმია?
პიტერ პენი: -ჰეჰ,
ჯერ ერთი,
ბავშვი ვარ
და ბატონობით
ნუ მომმართავ,
მეცინება! მეორეც,
მე მყავდა
ბავშვების არმია,
სანამ მაგრობა
იყო. ახლა
გაიზარდნენ და
ჩემი არმიის
ყველა წევრი
ვენდის, ჯონთან
და მაიკლთან
ერთად უნივერსიტეტებში სწავლობენ.
შოკო: -როგორ
ფიქრობ, ბავშვების
ბრძოლაში გამოყენება დასაშვებია? ბავშვთა უფლებები
არ ირღვევა
ამით?
პიტერ პენი: -ჰაჰ! კაპიტან კაუჭას
წინააღმდეგ ბრძოლაში
გომბეშოების გამოყენებაც დასაშვებია! ჩემი უფლებები
მაშინ არ
ირღვევა, როცა
სათამაშოების ყველა
მაღაზია იკეტება
ხოლმე ღამე?
შოკო: -შენ რას იღონებდი
აფრიკელი ბავშვების
გადასარჩენად?
პიტერ პენი: -უჰ, ნევერლანდიის გარეთ
იშვიათად გავდივარ,
ისედაც პრობლემები მაქვს აქ
და ვაგვარებ.
აი, აფრიკაში
იმ შემთხვევაში წავიდოდი, განძის რუკა
თუ მექნებოდა,
უჰუჰუუუ.
შოკო:
- პიტერ, შენი
აზრით რა
ხდება რეალობაში?
პიტერ პენი: -როგორც
ვხედავ, არის
ასეთი სიტუაცია:
აფრიკის რომელიღაც
ქვეყანაში ბავშვებთან ერთად იბრძვის
ხალხი უცხო
ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის მოქალაქეც
ამ ხალხის
მეთაურის განადგურებისკენ მოუწოდებს დანარჩენ
მსოფლიოს, თვითონ
კი კრიტიკას
ისევე ვერ
უძლებს, როგორც
კაპიტანი კაუჭა.

Sh@ko
No comments:
Post a Comment