Wednesday, February 29, 2012

სკანდალური შოუს მორიდებული წამყვანი


ჩვენს ყოველდღიურობაში ინტერნეტს უფრო დიდი ადგილი უჭირავს, ვიდრე ტელევიზიას, მაგრამ ტექნოლოგიები დღეს ტელევიზიას საშუალებას აძლევს, რომ ინტერნეტშიც შემოიჭრას და ასე დაუკითხავად შემოგვიძვრეს მონიტორებში. ბატონ კოტე ყუბანეიშვილის შეხედულებას ბევრი კი ეთანხმება, მაგრამ ჩვენმა ჟურნალმა მაინც გადაწყვიტა, რომელიმე ყურებადი გადაცემის წამყვანისთვის პირადად ეკითხა: „რატომ შვებით მასე“? ბევრი რომ არ გვეფიქრა, "მართლა შოკოლადი" ყველაზე სკანდალური შოუს "100 °C"-ის წამყვანს, ნოდარ მელაძეს შეხვდა და მოდელირებულად ესაუბრა.


მართლა შოკოლადი (შემდეგში დი):  - პირველყოვლისა, მოგესალმები და მადლობას გიხდი დრო რომ გამონახეთ...

ნოდარ მელაძე (შემდეგში ნო): - არაფრის, როგორ გეკადრებათ. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინტერვიუ სკანდალური გამოვა! (იცინის)

დი: - ვნახოთ... ნოდარ, შენ ხარ ყველაზე სკანდალური შოუს "100 °C"-ის წამყვანი, რამ განაპირობა ამ შოუს არსებობა?




ნო: - ჩვენ გვინდოდა საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის რეალური ამბები, რომლებიც ტაბუ დადებულია და ნაკლ... ვაიმე, ტელეფონი მირეკავს, უკაცრავად... ალიო, ხო, ზოია დეიდა, ანუ გეცლებათ ჩაწერისთვის ხომ? უბრალოდ მორიგი სკანდალისთვის 64 წლის ქალბატონი გვჭირდებოდა და ვერავინ ვნახეთ, ყველა დაკავებულია ზოგი საავადმყოფოს გახსნაზე ათეროსკლეროზიან პაციენტადაა წასული, ზოგიც ბედნიერ ქართველ პენსიონერს აჯავრებს. მადლობთ, ზოია დეიდა! ვაიმე, უკაცრავად რა...

დი: - არაუშავს... ნოდარ გადაცემის ჩაწერის დროს თუ ხდება ისეთი ფაქტები, რომლებიც გადაცემის მიღმა რჩება და ეთერში არ გადის?

ნო: - ბუნებრივია, ხდება. ერთერთი გადაცემის ჩაწერისას ლელა კაკულია გვყავდა სტუმრად, როდესაც მორიგი კითხვა დავუსვი, სტუდიაში მამაკაცი შემოვარდა, ხელში ტოტალიზატორის ბილეთი ეჭირა და ქალბატონ ლელას უყვიროდა: „სად არის შენი დაპირებული მანჩესტერის 1X-იო, შენ შარლატანი ხარო!“ ეს ამოვჭერით და არ გავუშვით. ასევე, წინა გადაცემის ჩაწერის დროს  ია ფარულავას ვესაუბრებოდი, მოულოდ–ნელად გადმოხტა შიშველი კაცი, ყურძნის მტევნით ხელში და ერეგირებული ფალოსით: „ია "სიყვარული ვენახში" გავაკეთოთო“. ესეც არ გავიდა ეთერში. ძალიან ბევრი რამ რჩება ეთერს მიღმა, რაც წამგებიანია გადაცემისთვის. მაგალითად, თუ სტუდიაში ვინმემ დააბოყინა, ან გაზი გაუშვა, ან თუნდაც ცხვირში თითი შეიყო ბოლომდე, ეს ყველაფერი ეთერს მიღმა რჩება...

დი: - ისე, ია ფარულავასთან მომხდარი ინციდენტი რომ გაგეშვათ, უფრო სკანდალური გადაცემა გამოვიდოდა...

ნო: - გეთანხმები, მაგრამ ეს არ იყო შეთანხმებული სკანდალი, ეს მართლა ექსპრომტად მოხდა...

დი: - ნოდარ, მახსოვს შენი გადაცემა ქართველ მეძავეებზე, როგორ დაითანხმეთ მეძავი ქალები სტუდიაში მოსვლაზე?

პამელას ეუხერხულა ნოდარის იუმორი, მაგრამ რა ქნას?
ნო: - ძველი ნაცნობობით, მე ერთ-ერთთან, კერძოდ კი პამელასთან, საკმაოდ პიკანტური ისტორია მაკავშირებდა... მასთან სექსის დროს, თავი არ დავიცავი და ვენერიული დავადება ავიკიდე. შემდეგ ერთად დავდიოდით სამკურნალოდ და დავმეგობრდით, ახლა დასავით ვუყურებ პამელას, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან ყველა ჩემი საიდუმლო იცის... (იცინის)

დი: - კარგად გაიხუმრე...

ნო: -დიახ, იუმორი ჩემი სავიზიტო ბარათია, მაგრამ ეს მართლა ასე იყო!

დი: - ძალიან კარგი, იქნებ რაიმე ანეკდოტი მოგვიყვე?

ნო: - სიამოვნებით. კაცი უყურებს ტელევიზორს და იმედზე გადართავს. (გადაიხარხარა)

დი: - ოხ, რა ენა გქონია... ნოდარ, ალბათ, როდესაც ქუჩაში დადიხარ, ბევრი მოქალაქე გცნობს. რა რეაქცია აქვთ შენი ნახვის დროს?

ნო: - რეაქციები სხვადასხვანაირია, დადებითიც და უარყოფითიც. ზოგი მიღიმის, ზოგი სკანდალის მამას მეძახის, ზოგიც - შენგან ბიჭი მინდაო, მეუბნება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სიგარეტის კოლოფი უსვრიათ, ერთმა მამაკაცმა თავისი ბავშვი მესროლა თავში, ერთმა ყმაწვილმა ავტოგრაფი მთხოვა, შემდეგ კი ის ფურცელი შემაჭამა... მოკლედ განსხვავებული რეაქციებია.

დი: - კეთილი. ნოდარ შენი ცხოვრების შესახებ გვიამბე, გვითხარი, როგორია ნოდარ მელაძე ეკრანს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში. რა არის შენი ჰობი, შენი გატაცებები?...

ნო: - მე ჩვეულბრივი ადამიანი ვარ, არავისგან განსხვავებული. მიყვარს ყიყლიყო საუზმის დროს, ჭკუა მეკეტება მოხარშულ გოგრაზე. მყავს ბევრი მეგობარი, სამივე მეგობარი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ვუსმენ რეპს და როკს. ჰობი, როგორც ასეთი არ მაქვს, თუმცა მიყვარს ბუნებაში გასვლა და ტურებთან თამაში, აი, ეს შრამიც ერთ-ერთი თამაშის შემდეგ დამრჩა. მოკლედ, ჩვეულებრივი, არავისგან განსხვავებული ადამიანი ვარ.

დი: - ნეტავ, შეეჭამე იმ ტურებს...

ნო: - რა ბრძანეეთ?

დი: - არაფერი, წარმატებებს გისურვებთ თქო... მადლობა საინტერესო საუბრისთვის!

ნო: - არაფრის... 



სანამ ხელს გულიანად ჩამოვართმევდი, ნოდარი უცებ ადგილიდან მოსწყდა და მოსახვევს მოეფარა. ზუგრსუკან აქოშინებული ბიჭების ჯგრო დამადგა. ერთ-ერთმა მკითხა: „ის ტელევიზიონშიკი ხომ არ დაგინახავს, გადაცემაში სტრიპტიზიორები რომ ჰყავდაო“? მე ხმამაღლა ვუპასუხე არა და თითით მიმართულება ვანიშნე. „აბა, რა ეგონა, ჩემს დას ვიდეო რომ გაუბაზრაო“? - გაშმაგებულმა შეჰყვირა ბიჭმა და ჯგროც იმავე მოსახვევში გაუჩინარდა. რადგან ეს სკანდალი ჩასაწერად დაგეგმილი არ მქონდა, უკან აღარ გავყოლილვარ და ვალმოხდილი გავეშურე რედაქციისაკენ, რათან ნოდარის ინტერვიუ თქვენთვის მეჩვენებინა.

No comments:

Post a Comment