Wednesday, February 29, 2012

ფინჯანი ჩაი მემესთან

ეს სტატია დაწერილია კომიქსის სტილში, სურათის ფორმატში, ტექსტის კარგად სანახავად, მოგიწევთ გაადიდოთ ფოტო და ისე წაიკითხოთ. სტატიაში გამოყენებულია შემდეგი მისამართი: www.facebook.com/usataur

One cup tea with MEME  1

One cup tea with MEME  2


ჰო, თქვენც განიკურნებით! როგორც ჩანს, დიდხანს ვერ გავძელი კომიქსში, მიხვდნენ, რომ მათიანი არ ვიყავი... არადა თავიდან რა კარგად დაიწყო ყველაფერი, არც ნეკნები მტკიოდა. კომიქსში ყოფნისას სულ სხვანაირი ჩანს ადამიანების სამყარო. ისინიც ისევე გვიყურებენ და ერთობიან ჩვენით, როგორც ჩვენ მათით, ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, ისინი ბრაზდებიან, როცა მათი სახელი გვეშლება. ჩემი ორსაათიანი ცემის საათსა და ორმოცდამეშვიდე წუთზე, როცა ტროლფეისს ვეხვეწებოდი, მანდ ნუღარ დამარტყამო, მაგრამ ის მაინც თირკმლისთავში მირტყამდა, რომელიღაცას იდეად მოუვიდა, „სხვებიც ვცემოთ, მარტო ამას რას ვერჩითო“? რათქმაუნდა, კომიქსიდან გამოგდების შემდეგ, სანამ სტატიას დავწერდი, პოლიციაში მივედი და ამ საფრთხის შესახებ განცხადებას ვწერდი, თან სიტუაციას ვუხსნიდი ხმამაღლა. ვერც შევამჩნიე როგორ ჩუმად გაიპარნენ ყველა და ვიღაც თეთრხალათიანი ხალხი შემომერტყა გარს. ერთი, რომელიც იმათი უფროსი იყო, კვერს მიკრავდა და მეუბნებოდა: „ნუ გეშინიათ, თქვენც განიკურნებითო“.

No comments:

Post a Comment