Wednesday, November 28, 2012

ხელმარჯვე ოსტატი


მოგესალმებით, ჩემო ჭკვიანებო. როგორ ხართ, გააკეთეთ 3D სათვალეები წინა ნომრის გაკვეთილის მიხედვით? დამეთანხმეთ, რომ ძნელი არ იყო.

ახლა მინდა გასწავლოთ ამ ნომრის სუპერ-აკრობატული ექვს(6)კლუზიური ყდის გაკეთება. თუ ვიდეო ნახეთ, როგორი შთამბეჭდავია მოძრაობაში ჩვენი ახალი ყდა და მოგინდათ თქვენც გქონდეთ, რადგან ჟურნალი არ იყიდება, ძალიან იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ყდა სახლის პირობებში. ამისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ ჟურნალის ოთხივე ყდა, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ორი მუყაოს ფირფიტა ზომებით 20x28 სანტიმეტრი, წებო, საკანცელარიო დანა და ქაღალდის სკოჩი (ყდები რომ დაეწებოს ფირფიტაზე).

სურათს თუ შეხედავთ, ჩემი ახსნა აღარც დაგჭირდებათ, უბრალოდ მიმდევრობას ჩამოვწერ. მუყაოს ფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყდის ფურცელი გადაეკვრება ზემოდან. მაშ ასე:


1.      ვჭრით ზედა მუყაოს მოცემული ზომებით (სანტიმეტრებში);

2.      ასევე დავჭრათ ქვედა მუყაოც მოცემული ზომებით;

3.      კუთხის ფირფიტებს ვაწებებთ ერთმანეთზე შესაბამისი თანმიმდევრობით;

4.      შემდეგ დავაწყოთ ფრაგმენტები ისე, რომ მთლიანი ფირფიტა გამოვიდეს და ქაღალდის სკოჩით დავაწებოთ ზედა ფირფიტის ჰორიზონტალური ზოლები. შუა ვერტიკალურ ზოლს ვტოვებთ ხელუხლებელს;

5.      ამოვაბრუნოთ ფირფიტა და ისე დავაწებოთ ქაღალდის სკოჩით ვერტიკალური ზოლები. შუაში გამავალი ჰორიზონტალური ზოლი რჩება ხულუხლებელი;

6.      სკოჩი დავაკრათ  გადაბმის უკანა მხრიდანაც მეტი სიმტკიცისთვის;

7.      სუპერ-აკრობატული ყდა მზადაა. ფირფიტაზე დავაწებოთ ჯერ პირველი ყდა და გავჭრათ გახსნის ადგილზე, შემდეგ მეორე ყდა, ისიც გავჭრათ გახსნის ადგილზე და ა.შ. ზოგან შეიძლება ყდის ფრაგმენტების მოჭრა და ისე დაწებება.

No comments:

Post a Comment