რიგით 215-ე სერიის გადაღების
დასრულებისთანავე
მარიო ჩიმარომ ქურთუკი ჩაიცვა და სახლისკენ აუჩქარა.
სერიალის ყურება უნდოდა, რომელიც მუსიქბოქსის ფორუმზე გადიოდა... რატომ
მოსწონდა ეს სერიალი, თვითონაც
არ იცოდა. უფრო იმიტომ, რომ
აქ მთავარი გმირი ყველა იყო.
სერიალის შინაარსი ძალიან ჩახლართული იყო. ერთ-ერთი გმირი
(რომელიც თავის თავს სხვებზე უკეთ
იცნობს :)) ქმრად გაჰყვა ფორუმის გამოჩენლ ქალბატონს,
Rose_girl-ს,
თან უბრალოდ კი არ გაჰყვა
(ხელის თხოვნები და რამე), არამედ
Rose_girl-სა
და მისი შვილის, aiwa-ს ინტრიგების
ბადეში გაიხლართა.
საქმე იმაში იყო, რომ ეს გმირი,
სახელად Sh@ko, ახალი ჩამოსული იყო გვატემალადან ვენესუელაში,
სადაც იმპერატორად დანიშნეს (იძულებით). იმპერატორობის მოვალეობის შესრულებისას შეხვდა იგი aiwa-ს და საპასპორტე
რეკვიზიტების აღდგენაში დაეხმარა. მადლობის ნიშნად aiwa-მ მას ნათლიობა
შესთავაზა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დედა
სულაც არ ფიქრობდა ვენესუელის
იმპერატორთან ამგვარად "დანათესავებას". მას ყელში ჰქონდა
ამოსული მისი მეუღლის, კონტროლის პალატის
თავმჯდომარის, Quco-ს მექალთანეობა. Sh@ko-ც გულრგილი
არ იყო Rose_girl-ს მიმართ, თუმცა
ქორწინებისაგან თავს იკავებდა... არ
უნდოდა მათი ოჯახი დაენგრია,
მაგრამ aiwa დედასაგან მალულად ცდილობდა Sh@ko ნათლიობაზე დაეყოლიებინა.
თუმცა, დედა-შვილის ფარული
ბრძოლა დედის გამარჯვებით დასრულდა (დედის ინტრიგა სულ სხვაა). ვარდის სურნელებით გაბრუებეული ვენესუელის იმპერატორი ჯერ სერენადებისა და
ყვავილების ჩუქებაზე გადავიდა, ხოლო შემდეგ რომატიკულ
გარემოში იქორწინეს კიდეც. ქორწილში aiwa არ გამოჩენილა... ის
სახლიდან გაიქცა. Sh@ko-მ დახმარებისთვის მამამისს,
Quco-ს
მიმართა. მან ვენესუელის ყველაზე
ბნელი კუნჭულიც კი იცოდა, ამიტომ
aiwa მალე
იპოვა და Sh@ko-ს PIN კოდიანად ჩააბარა.
No comments:
Post a Comment