Wednesday, February 29, 2012

ინტერნეტდამოკიდებულება - მითი თუ რეალობა?

ანუ, რა სარგებლობა მოაქვს ინტერნეტს

დღეს-დღეობით მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ოჯახს აქვს სახლში კომპიუტერი და ინტერნეტი. უიმისოდ, ალბათ, შენც, მკითხველო, ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია.
ერთ მშვენიერ თუ არც ისე მშვენიერ დღეს, როცა ჯერ კიდევ არ იცოდა ხალხმა, რას ნიშნავდა სიტყვა „ინტერნეტი“, კომპიუტერული ტექნიკის ფასებმა იკლეს მთელ მსოფლოში.  ხალხმა მაშინვე აიტაცა და მაგიდის შუაგულში დაღვრილი რძესავით გავრცელდა მასებში. მოგვიანებით ინტერნეტიც ხელმისაწვდომი გახდა. ამ მოვლენამ საქართველოში ფესვები, დაახლოებით, 1995 წლიდან გაიდგა - აქაც დაიწყო ამ ტექნიკისშემოყრა და გაბატონდაყოვლისშემძლე ინტერნეტი და კომპიუტერი“!
თავიდან ინტერნეტი დაბალსიჩქარიანი იყო და ტელეფონის ხაზზე იყო ჩამოკონწიალებული. შეხვიდოდი ინტერნეტში - ვერ დარეკავდი ტელეფონზე, დარეკავდი ტელეფონზე - ვერ შეხვიდოდი ინტერნეტში. კუსავით ზოზინა ინტერნეტს უზრუნველჰყოფდა მოდემი, რომელიც დაკავშირებისას გოჭივით ჭყივილს იწყებდა. დაკავშირების ნიშანი დუმილი იყო - იგი თქვენ გითმობდათ ასპარეზს კლავიატურაზე კაკუნისთვის MIRC-ის რომელიმე ოთახში, ჩატი იყო ერთგვარი, სადაც ათასობით შენნაირი იჯდა და საუბრობდა.

რაც,  DSL ტექნოლოგიის წყალობით, ტელეფონისა და ინტერნეტის განცალკევება გახდა შესაძლებელი, ხალხმა ინტერნეტის მასიურად გაყვანა დაიწყეს და აქედან გავრცელდა ამბები ინტერნეტის ყოვლის შემძლეობაზე. იგი მითს უფრო წააგავდა, ვიდრე რეალობას. დაიწყო მითქმამოთქმა იმის შესახებ, რომ ინტერნეტში რაც არ უნდა მიგეთითებინა,  ყველაფერი იქნებოდა, შენ უბრალოდ “search”_ში უნდა ჩაწერდი, დანარჩენს ინტერნეტი მოძებნისო. ეს მითი თუ რეალობა დღემდე გამოყოლილი აქ ხალხს. ჟურნალი „მართლა შოკოლადი“ მართლა შეეცადა დაეზუსტებინა ფაქტი, არის თუ არა ინტერნეტიყოვლისშემძლე“… ქუჩაში კი საკმაო რაოდენობის ხალხი იყო, მაგრამ ჩვენს შოკოლადის მიკროფონს ყველა გაურბოდა. აი, შეგვხვდა გამბედავი ახალგაზრდა, რომელიც გამოგვესაუბრა.
მართლა შოკოლადი (შემდეგში შო): -გამარჯობა! შეგიძლიათ, 2 წუთი დაგვითმოთ ინტერვიუსთვის? არის თუ არა ინტერნეტი ყოვლისშემძლე, ყველაფერს ნახავ თუ არა მანდ?
მიშო (შემდეგში შო //აქ სისტემამ დაგვიწერა, რომ ეს სახელი უკვე დაკავებულია, ამიტომ შევცვალეთ - მი//): - მოგესალმებით, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით!  დღეს საქართველოს ნახევარზე მეტს სჯერა, რომ ინტერნეტში როცა შეხვალ და “search”_ში რამეს მიუთითებ, ყველაფერს ამოაგდებს.  ეს არის ილუზია! ინტერნეტში ყველაფერს ვერ მიაგნებ, თუ არა დამატებული! კი, ინტერნეტში ბევრი საინტერესო ინფორმაცია ინახება, მაგრამ ნეტა, ყველა, ვინც კომპიუტეთან ჯდება, ინტერნეტში ცოდნის გასაღრმავებელ ინფორმაციას ეძებდეს ან ავრცელებდეს...
შო: -მაშ, რატომ არის ინტერნეტი ასეთი პოპულარული?
მი: -საქართველოში ინტერნეტის პოპულარობას ხელი შეუწყო სოციალურმა ქსელებმა. ჩვენთან პირველად მოედო ინტერნეტ სივრცეს “Odnoklssniki.ru”, რამაც ხალხის დონის დაბლა დაწევას შეუწყო ხელი. ქართველი კაცი ნელნელა მიჯაჭვული ხდება კომპიუტერის ეკრანს, იკარგება ჯანსაღი ურთიერთობები...  მსოფლიოში ვირტუალურ სამყაროს მეტწილად სწორად იყენებენ - მისი მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი ქორწინდება, მაგრამ ქართველები ამასაც ვერ ახერხებენ! მხოლოდ გართობაზე და დროის გაყვანაზე არიან ორიენტირებულნი. შედეგად რჩებიან უუნარონი, იმპოტენტები, უვიცები... რამოდენიმე წლის წინ დაახლოებით 2006 წლიდან საქართველოში დაიწყეს “Facebook.com“_ის გაპიარება, მის გავრცელებას არავინ ერიდებოდა: არც ტელევიაზია, არც რადიო და არც ვებსაიტები. ეს განაპირობა“Odnoklssniki.ru”_ ფესვებმა. რადგან ეს ვებგვერდი რუსული წარომავლობის იყო, გადაწყვიტეს, აერჩიათ ევროპული. რა თქმა უნდა “Odnoklssniki.ru” ნაგავია, მაგრამ ევპროპული ყოველთვის კარგი არ არის, უარესი ნაგავია “Facebook.com”_იც...
შო: -კი, მაგრამ ფეისბუკი ხომ გაცნობის ერთ-ერთი საშუალებაა?
მი: -კი, მაგრამ საქართველოში ყველაფერი უკუღმართად ხდება. კომპიუტერი და ფეისბუკი, ზოგადად ინტერნეტი, ნაგავია იმიტომ, რომ  მან ბავშვები მიაჯაჭვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კომპიუტერთან. მათ აღარ გააჩნიათ უნარი იმისა, რომ იმსჯელონ, განსაჯონ და იმეტყველონ გამართულად,  როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება. მათ დაკარგეს კაცური ღირსებები. ისინი ეძალებიან ინტერნეტ თამაშებს, რომელიც დამღუპველია ბავშვისთვის, რადგან  ათენებენ და აღამებენ კომპიუტერებთან იმის გამო, რომ ითამაშონ კომპიუტერული თამაშები. ფეისბუკზე უვლიან ფერმას, თამაშობენ ფეხბურთს ან ქაუნთერ სტრაიკს  და ამ დროს მშობლებს წყნარად და მშვიდად ძინავთ... არადა, არც კი იციან რამხელა ტრავმას აყენებენ თავიანთ შვილებს! ჯერ ხომ გამოსხივების და დიდხანს ჯდომის გამო ჯანმრთელობა ერყევათ, სუსტები იზრდებიან, მეორეც - გონებრივად ვერ ვითარდებიან. თვით ბილ გეთსის შვილიც კი კომპიუტერთან დღეში 1 საათზე მეტს არ ატარებს, რადგან იცის რომ ეს გამოსხივება მისთვის მავნებელია.  არ დასვათ ბავშვები დიდხანს კომპიუტერთან მამებო და დედებო! ეს ავბედითიყოვლის შემძლე ინტერნეტი და კომპიუტერიდაგღუპავთ თქვენც და თქვენს შვილებსაც! მოუფრთხილდით ბავშვებს, დაუშალეთ კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა!
ჩვენ მადლობა გადავუხადეთ და შეფიქრინებული დავშორდით რესპოდენტს, ახლის ძიებაში. შოკოლადის მიკროფონმა მხოლოდ ერთი ბიჭის ყურადღება მიიქცია, მაგრამ რომ გაიგო, არ იჭმეოდა, წასასვლელად გაიწია, თუმცა, ერთი-2 კითხვის დასმა მაინც მოვახერხეთ.
შო: -ინტერნეტში რას ეძებ ხოლმე?
ბიჭი (შემდეგში ბი): -მე ძალიან მაინტერესებს „სამი ბედნიერი მეგობარი“, მულტფილმია. კიდევ მკვლელობებს და პოლნოებსაც ვუყურებ ხოლმე.
შო:  -ფიქრობ თუ არა, რომ ინტერნეტზე ხარ დამოკიდ... მოიცა, სად გარბიხარ?
ბი: -მეჩქარება! ხაშურა დადებდა ჯეჯეზე და უნდა გადმოვწერო...
შო: -რას? მოიცა...
ასე დამთავრდა ინტერვიუს დღე, მსურველი ვეღარავინ ვნახე. იქნებ, მართალია მიშო და ინტერნეტის მომხმარებელთა უმრავლესობა მართლაც მიჯაჭვულია მასზე და სხვა არაფრის კეთების სურვილი და ძალა არ ამოძრავებს? ქუჩაში გამოსულ ხალხს კვლავ კომპიუტერისა და ინტერნეტისკენ ეჩქარებათ. მოდი, წავალ  რედაქტორთან და შევთავაზებ ჟურნალის სახელით რაიმე ინტერნეტდამოკიდებულებისაგან განმათავისუფლებელი აქციის მოწყობას, რათა დავადგინოთ, მართლა ყოვლისშემძლეა ინტერნეტი თუ არა? თუ ცოტა ხალხი მოვა – ინტერნეტის გაბატონების დღედ მოვნათლოთ, თუ ბევრი მოვგროვდებით, ე.ი. დამარცხდება და – ინტერნეტზე გამარჯვების დღე.  მაგრამ, როგორც ვატყობ, ხალხის შესაგროვებლად ინტერნეტითვე მომიწევს „ჩალიჩი“. თუმცა, „ციხე შიგნიდან ტყდებაო“ და ვნახოთ...

Bigana & Tukaram Barbarian

No comments:

Post a Comment