Wednesday, November 28, 2012

უკანასკნელი იმპერატორი (მე-7 სერია)


უხსოვარ დროში, სანამ Sh@ko იმპერატორად ეკურთხებოდა, მელომანიის ოლქი ყველაზე განვითარებული იყო მთელ ვენესუელაში (ოღონდ, ჩამაასხიეთის, იგივე სასიყვარულო ოლქის შემდეგ, სადაც ვენესუელის ელიტარული საზოგადოებდა ცხოვრობდა). ყველა ცნობილი მომღერალი აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ ავბედით აპოკალიფსამდე და შემდეგ გადასახლდნენ იმ ადგილებში, რაც იციან ფანებმა, მაგრამ მე და შენ ხომ ვიცით სინამდვილეში როგორც იყო?!

იმ უხსოვარ დროშივე მელომანიის ოლქს თავისი არქიტექტორი ჰყავდა - Gud-zeppelin, რომელსაც უამრავი მომღერლის სახლი ჰქონდა აგებული და ამ სახლებში ყოველთვის სასურველი სტუმარი იყო. ჭორები დადიოდა, რომ ჯგუფ "პინკ ფლოიდის" სახლის აგებისას შეუყვარდა David Gilmour-ს მზეთუნახავი არქიტექტორი და ცოლადაც მოიყვანა. ისინი აპოკალიფსამდე ბედნიერად ცხოვრობდნენ ვენესუელას მელომანიის ოლქში.

ყველა ხელოვანს უმძიმს მის ქმნილებებთან განშორება, მაგრამ Gud_zeppelin-ისთვის ორმაგად მძიმე იყო მიწისძვრის შედეგად "პინკ ფლოიდის", და არამარტო, სახლების განადგურება. გარდა იმისა რომ ულამაზესი სახლები აღიგავა პირისგან მიწისა, David-ი თავის ჯგუფთან ერთად გადავიდა თავის "ამჟამინდელ ქვეყანაში" საცხოვრებლად და მოღვაწეობის გასაგრძელებლად. გუდამ მასთან წასვლა ვერ მოახერხა და საშინელი კაეშანი შემოაწვა. მაგრამ იგი მხიარული გოგო იყო და მალე გამოუკეთდა ხასიათი. მისი ღიმილის მზესაც კი შურდა.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-8 სერია)


„დუმილი ოქროა, ლაპარაკი კი - ვერცხლი“  - ამ პრინციპით ცხოვრობდა ვენესუელის მმართველი. ეს ინაუგურაციისას პრესკონფერენციაზეც თქვა, რაზეც თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ერთ-ერთ ჟურნალისტსა და ჩამაასხიეთის ოლქის გუბერნატორ Ketunebii-ს. მან შესთავაზა მმართველს, რომ „აალაპარაკებდა“, მხოლოდ თავის ქალას ახდიდა და მალევე დაახურებდა. Sh@ko, რათქმაუნდა, მურჰუნის თვალით უყურებდა ამ ყველაფერს, მაგრამ Ketunebii-ს მომაჯადოებელ თხოვნას უარი ვერ უთხრა და თავი შეუშვირა.

თავის ქალის ახდიდან დახურვამდე რა ხდებოდა, მმართველს არ ახსოვს, მაგრამ თვალები გაახილა თუ არა, მის გარშემო შეკრებილი ცნობისმოყვარეთა ჯგუფიდან ერთ-ერთი პირველი Anarxialevan-ი დაინახა. Anarxialevan-ი Ketunebiis ქმარუკა იყო. როცა Ketunebii-ს ესაუბრებოდა, თბილი და საყვარელი იყო, მოფერებით პიტაჩოკსაც კი ეძახდა. აი, როცა საერთოდ ლაპარაკობდა, ცენზურაში, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებდა. გასაკვირი არც იყო, რადგან ის Datka-ს მეგობარი იყო და ყველაფერში მხარს უბამდა. ერთად ილაშქრებდნენ ტოკიო ჰოტელის ბანდფორმირებების წინააღმდეგ და ერთადაც იშიფრებოდნენ ცენზორ-ფილტრატორის მიერ უხამსი სიტყვების ხმარების დროს.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-9 სერია)


ვენესუელას საზღვრები მუდამ ღია იყო ნებისმიერი მოგზაურისა თუ სტუმრისთვის, თუნდაც აქ დარჩენა მოენდომებინათ.  დეპრესიის უდაბნოში წასული მმართველი ვერც იფიქრებდა, რომ ამ სტუმართმოყვარეობით ვინმე ბოროტად ისარგებლებდა. თუმცა გამოიძებნენ ნდობით ბოროტად მოსარგებლე რო-ბოტები, რომლებიც პირდაპირ შარაგზებზე სახლდებოდნენ, ჯიხურებს დგამდნენ და ათასგვარი წამლებისა და ვირუსიანი ტიტველი ქალების სურათების დისტრიბუციით იყვნენ დაკავებულნი. მათზე თავდაცვის მინისტრისა და მისი თანაშემწეების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციები არ მოქმედებდა - ჯიხურს დაუნგრევდი და ახალს იშენებდა სხვაგან.

ტახტზე დაბრუნებულმა იმპერატორმა მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა ქვეყანაში. პირველ რიგში საზღვრები ჩაკეტა და უვიზოდ ჩიტსაც კი გაუჭირდებოდა ვენესუელაში გადმოფრენა. შემდეგ რო-ბოტებს დაერია, დაკოჭა და ურჩთა ქალაქის ყველაზე ბნელ დილეგში ჩაჰყარა.  მართალია, ზოგი რო-ბოტი უწყინარი იყო, მაგრამ კონტროლის პალატის უფროსის Quco-ს მოხსენებით, ისინი წელს ქვემოთ მოშლილები იყვნენ და მათაც დანარჩენი რო-ბოტების ბედი გაიზიარეს. ქვეყანა ისევ ქვეყანას დაემსგავსა, ოღონდ ცოტა გასხვანაირდა.

კონკურსი - იაპონური ხატვა

  კონკურსი ძალიან მარტივია — ამოხსნათ ეს უმარტივესი იაპონური კროსვორდი, მაგრამ პირობა სულაც არაა მარტივი: რომ დახატავთ, შემდეგ უნდა გაშიფროთ რა ხატია. ვინც გაშიფრავს, პასუხი დაწეროს აქვე, კომენტარებში ან ჩვენს ფეისბუქის გვერდზე http://facebook.com/martlashoko და დასაჩუქრდება შოკოლადის ვაუჩერით.
 
 
 

ხელმარჯვე ოსტატი


მოგესალმებით, ჩემო ჭკვიანებო. როგორ ხართ, გააკეთეთ 3D სათვალეები წინა ნომრის გაკვეთილის მიხედვით? დამეთანხმეთ, რომ ძნელი არ იყო.

ახლა მინდა გასწავლოთ ამ ნომრის სუპერ-აკრობატული ექვს(6)კლუზიური ყდის გაკეთება. თუ ვიდეო ნახეთ, როგორი შთამბეჭდავია მოძრაობაში ჩვენი ახალი ყდა და მოგინდათ თქვენც გქონდეთ, რადგან ჟურნალი არ იყიდება, ძალიან იოლად შეგიძლიათ დაამზადოთ ყდა სახლის პირობებში. ამისთვის უბრალოდ დაგჭირდებათ ჟურნალის ოთხივე ყდა, ფერად პრინტერზე ამობეჭდილი, ორი მუყაოს ფირფიტა ზომებით 20x28 სანტიმეტრი, წებო, საკანცელარიო დანა და ქაღალდის სკოჩი (ყდები რომ დაეწებოს ფირფიტაზე).

სურათს თუ შეხედავთ, ჩემი ახსნა აღარც დაგჭირდებათ, უბრალოდ მიმდევრობას ჩამოვწერ. მუყაოს ფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყდის ფურცელი გადაეკვრება ზემოდან. მაშ ასე: