Monday, July 1, 2013

ციხეში გამშვებიდან ციხეში გაშვებულამდე



საქართველოს ისტორიაში მე პირველი პრემიერი
ვარ პატიმრობაში და ვამაყობ ამით 
- ვანო მერაბიშვილი.

საზოგადოებას ჯერ კიდევ არ განელებოდა რა ბაჩანა ახალაიას, ანუ ყოფილი ციხეების უფროსის, ჩამოლაბორან- ტება-დაპატიმრება, მეორე თავზარდამცემი ამბავი დაატყდა თავს - ქვეყნისხერხემალი  კუდუსუნის ძვლად ტრანსფორმირდა  ციხის ვიწრო ოთახში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უფრო ადრე - შინაგან საქმეთა მინისტრი, ანუ ციხეში გამშვები, ვანო მერაბიშვილი, იგივე ლევან მაისურაძე, იგივეხერხემალი“, ახლა თვითონ გაუშვეს ციხეში. საინფორმაციო გამოშვებები  შოკისმომგვრელ  სიახლეებს ატყობინებდნენ ხალხს: „პრემიერი დაკავებულია“, „უპრეცედენტო პოლიტიკური დევნადა ..  განსაკუთრებული ხმის  თრთოლვითა და სევდანარევი ბგერებით, რუსთავი 2-მა დაგვამახსოვრა თავი.
რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, ასე 500–700 ადამიანს, მართლაც ტკივილი და ცრემლი მოუტანა ყოფილი პრემიერის დაკავებამ. დაკავებიდან რამოდენიმე წუთში, ნაციონალური მოძრაობის მყისიერი ბრიფინგი გაიმართა, სადაც ფერწასული თანაგუნდელები, ცრემლშემშრალი სიბრაზით გაიძახოდნენეს პოლიტიკური დევნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალებით ხორცილდებაო.
ნიშანდობლივია, რომ ბრიფინგზე არ გამოჩენილა ნაციონალური მოძრაობის ერთერთი კორიფე კობა ხაბაზი. ჯერჯერობით უცნობია, ემიჯნება თუ არა ბატონი კობა არსებულ რეალობას. უღიმღამო ბრიფინგმაც და თავდაპირველმა ეიფორიამაც ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი მამალმა იყივლა, დაიწყო არნახული საპროტესტო აქციები.  პროტესტმა, ჯერ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ნაციონალური მოძრაობის განრისხებული მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმით აფიქსირებდნენ ვირტუალურ პროტესტს. გთავაზობთ ციტატებს  ჩემი Facebook კედლიდან:

ან თავისულება, ან სიკვდილი.
ხვალ თუ პრემიერი არ გაანთავისუფლეს, მე წყალს აღარ დავლევ“ !!!
ქურდების დაჭერისთვის დაიჭირეს ვანო“!
მამალო მინდაააა.
 გაუმარჯოს საქართველოს ხერხემალს, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს.
ხაალხ, უყურეთ ჩემი ცოლის დაქალებს“?
აუ,  სუბლატი რა ნაშაა,  ტოოო.
გარეთ ძაღლს ვასეირნებდი და უცბად გამვლელმა მკითხა, ეს როტვეილერიაო? : ამოვწყდი სიცილით.
საქართველოს ჯერ არ ყოლიაა ასეთი გრანდიოზული პოლიტიკური ფიგურა, როგორიც ვანო მერაბიშვილია და ციხეში ხალხო?! ვანო ციხეში“?!
ევროპაბეთზე ჩამირიცხეთ და მერე ტელზე ჩაგირიცხავთ.
ამ ქვეყანაში სუნთქვაც აღარ შეიძლება, ჩვენი ჟანგბადი ციხეშია
ძირს რუსეთი, თავისუფლება ვანოს“!
საქართველო ანოსია, საქართველო ვანოსია, საქართველო დანოსია, საქართველო პანოსია.

შემდეგ პროტესტი ქუჩებში გადაიზარდა. დამზადდა სპეციალური ვიდეორგოლიც, რომელშიც  ქვეყნის სიყვარული გამსჭვალული, მართლაც უცნაური ხალხი, ვანო მერაბიშვილის თავისუფლებას მოითხოვდა. ვიდეო მიმართვაში, ბევრმა ცნობილმა სახემ გაიელვა, ისეთი როგორიცაა: იუმორისტი ნიკა ქავთარაძე, დიდი დრუპი, პატარა, მაგრამ მუშა თიკო სადუნიშვილი, პროფესიით მოდელი და შემართებით გაურკვეველი გიორგი ნაზღაიძე  და სხვა სამაგალითო ქართველები. ვიდეორგოლმა, ამ დროისთვის, დაახლოებით 30 000 ნახვა მოაგროვა, აქედან 13 Like და 350 Dislike. ალბათ, თავადაც ხვდებით  თუ რაოდენ დიდია პროტესტის განცდა!
აქციები სხვადასხვა ადგილას იმართებოდა: სასამართლოსთან, თავისუფლების მოედანზე, ჯეოსელის სათაო ოფისთან, მეტრო ახმეტელთან,  ჭრაკერვის ტეხნიკუმთან, მოკლედ, მთელი ქალაქი ვანოს თავისუფლებას მოითხოვდა. ერთ-ერთ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგნიზაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა ლაშა დამენიამ, განაცხადა: „თავისფულება ვანო მერბიშვილს, ბაჩანა ახალაიას, ადამიანებს რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რათა ქვვეყანაში კრიმინალი აღარ ყოფილიყო, ამით უფასებთ ამაგს“?!
ანი წითელაძემ რაღაცნაირი პარალელები გაავლო, მერაბიშვილის დაკავებასა და მცოცავ ოკუპაციას შორის.
რაჯი ფოჩხუას თქმით, არ შეიძლება რეფორმატორი ციხეში იჯდეს და კრიმინალი ბოგინებდეს... იგი პედაგოგი გახლავთ და სწორედ პედაგოგიური ხმის ტონალობით დასძინა თავისი სათქმელი.
ეკრანებიდან ამდაგვარი სიბრძნეები იღვრებოდა სხვადასხვა ბაგეებიდან...
აქციების ინტენსივობამ ამ ეტაპზე  იკლო, რადგან რამდენიმე დღეში ვანო მერაბიშვილმა წიგნები და ტელევიზორი მოითხოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან გააცნობიერა, სწავლა სიბერემდეა და თავისი სიბერის უზრუნველსაყოფად, სანამ გამოვა 80-ივე წიგნს წაიკითხავს.
80 წიგნი! თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა ტვირთია წერა-კითხვის უცოდინარისთვის, მაგრამ დრო ვანოს სასარგებლოდ მუშაობს და მისი ბრალეულობის დამძიმება თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, მოთხოვნილი წიგნების რაოდენობაც უცილობლად გაიზრდება და ვანო მერაბიშვილი, იგივე ლევან მაისურაძე მსოფლიო რეკორდს მოხსნის პატიოსნად მოპოვებულისროკისმანძილზე მოთხოვნილი წიგნების რაოდენობით. ამასთან, თუ ყველას წაიკითხავს, ეგეც მეორე რეკორდი იქნება.
ასეა, სწორედ ციხეში ხდება ცხოვრების ჭეშმარიტების შეგრძნება: ზოლიანი სამოსი, ვიწრო ოთახი და წიგნები. ანუ, მთელი ქვეყნის ბატონობა რომ გსურს და პატარა ოთახს სჯერდები ბოლოს. საამურია, აგრეთვე, მეზობლად მოთავსებული პატიმრების მორალური მხარდაჭერის გამომხატველი შეძახილები.
Chonchxis mzera

No comments:

Post a Comment