ასე სანუკვარი პოპულარულობისაკენ მიმავალი გზა
მოლიპულია. ეს
იმას ნიშნავს,
რომ თუ
იჩქარებ, შეიძლება
ფეხი აგიცურდეს
და იქვე
დაეცე, ან
შეიძლება ისე
აცურდე, რომ
მთელი გზა
სრიალ–სრიალით
გაიარო წარმატებამდე ისე, რომ გონს მოსვლაც
ვერ მოასწრო.
როგორც წესი,
ასე მიღწეულ
წარმატებას ისევე
თვალისდახამხამებაში კარგავენ,
როგორც მიაღწიეს.
ამიტომ ჟურნალი
„მართლა შოკოლადი“
წარმატებისკენ მიმავლ
გზაზე მოკლე,
მაგრამ მყარ
ნაბიჯებს ირჩევს
და თქვენ,
ძვირფასო მკითხველო,
გთავაზობთ ცხოვრებისეულ მაგალითებს და
გირჩევთ, თუ
როგორ არ უნდა
გახდეთ პოპულარული. გახსოვდეთ, პოპულარულობას გენიალური
იდეები მოგიტანთ,
ოღონდ სხვისი
გენიალური იდეის
გამეორების შემთხვევაში თქვენი გაპოპულარულების შანსი 10%–მდე მცირდება.
2012 წელი ჯერ არ
იყო დამდგარი,
რომ ინტერნეტს
პოპულარულობის მაძიებელთა მთელი არმია
მიაწყდა. ახლა
განვიხილავთ რამდენიმე
მათგანის მცდელობას,
ავსახავთ რჩევაში
და დანარჩენი
თქვენ შეაფასეთ.
გახსოვდეთ, თქვენი პირადი
პრობლემები შეიძლება
სხვისი დაცინვის
საგანი გახდეს,
ხოლო თქვენი
რეიტინგი ანტირეიტინგში გადაიზარდოს! ამასთან, ფოტოაპარატით ვიდეოს გადაღება არაა აუცილებელი. მართალია, ფუნქცია აქვს, მაგრამ მაინც...
გაიხსენეთ იუთუბის მოწონების წითელი ზოლი ჯასტინის ან რებეკას ვიდეოებზე...

გახსოვდეთ,
სოციალური ქსელები გართმევენ იმ დროს, რომელიც შეიძლება წარმატების მიღწევაში დაგაკლდეთ!
გაიხსენეთ, როგორ პატარავდებოდა მარიო,
თუ დროს აქეთ–იქით ხეტიალში გაფლანგავდა...

გახსოვდეთ,
სიყვარული მოვა, მოვა, მოვა, მოვა თავისთავადა, არ გამოვა, არა, არ გამოვა, არ გამოვა
ძალისძალადა!
გაიხსენეთ, სცენაზე სხვადასვანაირ
განათებებს შორის იქნება თეთრი განათებაც და მისი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება
თქვენი მეტოქე არ ჩანდეს და ასე დაგამარცხოს...
თუ
მაინც ატვირთეთ, გოჭს და გოზინაყს მაინც ნუ შეაგინებთ; თუ ყველა ზემოთჩამოთვლილს აგინეთ,
ამ ყველაფრის მერე სიყვარულს მაინც ნუ აუხსნით ვინმეს...
გახსოვდეთ,
წელს არაფერი აქვს საერთო პირად წარმატებასთან და როგორც 2010 წელი ვერ გადაახტება
2011–ს, ისევე სიყვარული ვერ გადაახტება ამდენ გინებას...
გაიხსენეთ, გინება რომ აკრძალა „მორალის,
ეთიკისა და ზრდილობის საკითხების“ ლექციაზე ცენტრიდან ჩამოსულმა ლექტორმა, მაკარიამ
იკითხა: „გულში გინება შეიძლებაო?“ (© „მე ვხედავ მზეს“)
გახსოვდეთ,
დედის რძე, ბუნების წესით, შვილებს ეკუთვნით მხოლოდ და მხოლოდ! (©
შოთა ნიშნიანიძე)
გაიხსენეთ, თუმცა რას გაიხსენებთ,
მე, მთავარმა რედაქტორმა, ჩემთვის პირობა დავდე, რომ ჟურნალის პოპულარულობის გაზრდის
მიზნით ტიტველი ქალების ფოტოებს არ გამოვაქვეყნებდი. ამიტომაც არ გამოჩნდა ძუძუს ფოტო
და არა იმიტომ, რომ არ გვევასება...
ამ
დროისთვის სულ ეს იყო. ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს მიერ არ მოცემული
რჩევები გამოგადგებათ და არაპოპულარული არ გახდებით. დაალაიქე ჩვენი არ არსებული გვერდი და გაავრცელე მეგობრებშიც.
No comments:
Post a Comment