გადავწყვიტე, სტატიის
ნაცვლად ზღაპარი
დამეწერა. ზოგისთვის
სასაცილო, ზოგისთვის
სასიამოვნო და
ზოგისთვის სისულელე,
მკითხველი ხომ
ათასგვარია. პირველად
როცა დავფიქრდი,
თუ რა
და როგორ
დამეწერა, ერთმა
გარემოებამ ჩამაფიქრა,
რა დროში
უნდა განვითარებულიყო მოვლენები? ერთი პირობა კი
ვიფიქრე წარსულზე
დამეწერა, რადგან წარსულში ხომ
ყველაფერი უფრო
ლამაზი და
ფერადია, მაგრამ
ბოლოს არჩევანი
დღევანდელი თბილისის
ერთი ბინის
სახურავზე შევაჩერე
და ერთი
თბილისელი ბიჭუნა
ვაქციე გმირად,
რომლის ცხოვრებაც
საოცრად მოსაწყენია, მის ლამაზ
სამყაროს კი
ეპოქა აბინძურებს. ალბათ, გგონიათ, ეპოქის
პრობლემატიკაზე საუბრით
მოგაწყენთ თავს...
არა, ცდებით!
უბრალოდ, მინდა
ნახოთ თუ
როგორ შეგვიძლია
გავულამაზოთ ერთმანეთს
ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ
ყველაფერი წარმავალია, როგორ გავახაროთ
სითბოს ნაყოფი
გულში და
სამუდამო მოგონებად დავუტოვოთ
ერთურთს.
ყველა ადამიანს,
რაოდენ რეალისტიც
არ უნდა
იყოს იგი,
სჯერა რაღაც
საოცრების არსებობის
და აქვს
თავის პატარა
სამყარო, სადაც
ყველაფერი ლამაზი
და ფერადია...
ჩვენს ბიჭუნასაც
აქვს თავისი
სამყარო – იგი მსუნაგი
თბილისელი ბიჭუნაა,
რომელსაც შოკოლადი
ძალიან უყვარს,
მაგრამ მშობლები
შოკოლადის ჭამას
უშლიან.
ბიჭუნას ცხოვრება
ძალზედ ერთფეროვანი და მოსაწყენი
იყო. იგი
დიდხანს ელოდა
სიახლეს მის
ცხოვრებაში, მაგრამ
ახალი არაფერი
ხდებოდა. ერთ
დღეს, როდესაც
სკოლიდან დაბრუნდა,
გაიგო, რომ
ბინას იცვლიდნენ.
ამ ამბავმა
ძალიან გაახალისა
– როგორც იქნა,
მის ცხოვრებაში რაღაც ახალი
ხდებოდა. ოთახში
შევიდა და
თვალი გადაავლო.
წამით იგრძნო,
რომ განშორება
გაუჭირდებოდა, მაგრამ
სიახლის სურვილმა
გადაწონა ეს
წამიერი შეგრძნება
და კვლავინდებურად გახალისდა. იგი ფიქრობდა, როგორი იქნებოდა
ახალი სახლი,
ახალი მეზობლები,
მოუწევდა თუ
არა ახალ
სკოლაში გადასვლა,
თავის ახალ
ოთახზე ფიქრობდა
და იმედი ჰქონდა, რომ კეთილი ბაბუა
ეყოლებოდა მეზობლად,
რომელიც შოკოლადებს ჩუმად აჩუქებდა.
ვახშმის დრომ
მოაწია და
ბიჭუნამ ოჯახთან
ერთად ივახშმა,
ვახშმის განმავლობაში დესერტს ელოდა,
შოკოლადის ტორტს, მისი ცხოვრება
ხომ შოკოლადით
იყო მოსილი,
პატარას შოკოლადი
ყველაფერს ერჩივნა.
ვახშამზე გაიგო
რომ მეორე
დღეს უკვე
გადადიოდნენ, მამას
ყველაფერი მოეგვარებინა და მეორე
დღეს უკვე
იხილავდა თავის
ოცნების სახლს.
დილით ადრე
გაიღვიძა და
სასწრაფოდ ჩაიცვა,
თვითონ შეკრა
ბარგი და
ლოგინზე ჩამოჯდა.
დრო საშინლად
იწელებოდა, ელოდებოდა,
როდის გაიღვიძებდნენ ოჯახის წევრები,
რომ მალე
ენახა ახალი
ბინა. დიდხანს
ლოდინი არც
დასჭირვებია, მალევე
გაიღვიძეს ოჯახის
წევრებმა და
მოწესრიგებას შუედგნენ.
შემდეგ კი
ისაუზმეს, უკანასკნელად ძველ ბინაში.
მალე სატვირთოც
მოვიდა და
მთელი ბარგი
ზედ დაალაგეს.
სატვირთო წინ
წავიდა, მამა
კი უკან
მიჰყვებოდა თავის
მანქანით. ბიჭუნას
გული უცემდა,
ცქმუტავდა, ერთი
სული ჰქონდა
როდის მივიდოდნენ, დიდ ხანს
არ უმგზავრიათ, მალევე შეჩერდნენ
ახალ ბინასთან,
ბინა იტალიურ
ეზოში იყო.
ბიჭუნას ძალიან
ეამა, მუდამ
ოცნებობდა იტალიური
ეზოს კიბეებზე
ჩასრიალებულიყო.
დეკორატორის სისწრაფით
დალაგდნენ ახალ
ბინაში, ბიჭუნას
ოთახი ეზოს
შიდა მხარეს
გადაჰყურებდა, შემოდგომა
იდგა და
იმდენად მშვენიერი
იყო ირგვლივ
ყველაფერი, ხატვა
რომ შესძლებოდა, ნამდვილად დახატავდა
ამ სილამაზეს.
მიწაზე ყავისფერი
და ყვითელი
ფოთლები ეყარა,
უყურებდა ბიჭუნა
და წარმოიდგენდა, რომ ეს
ფოთლები შოკოლადის
იყო, ერთხელ
კი მოუარა
სურვილმა, რომ
ეჭამა, მაგრამ
თვითონვე გაეღიმა
ეს რა
გავიფიქრეო. ცოტა
ჩამობნელდა და
დაღლილობა იგრძნო,
ძალიან ეძინებოდა, წამოწვა და
მიიძინა. სიზმარში
ისევ შოკოლადის
სამეფოს ხედავდა,
ირგვლივ ყველაფერი
საოცრად ლამაზი
და ტკბილი
იყო. მოულოდნელად ამ სამეფოში
შარიშური ატყდა.
შარიშური იმდენად
შემაწუხებელი გახდა,
რომ ბიჭუნა
ლოგინში გადაბრუნდა და სიზმრის
გაგრძელება სცადა.
თუმცა, ამჯერად
ფეხის გულებზე
ღიტინი იგრძნო
და ბურანიდან
თანდათან გამოერკვა.
მისი საწოლის
კიდეზე უცნაურად
ჩაცმული გოგონა
იჯდა და
ეშმაკურად უღიმოდა.
გაგრძელება იქნება...
No comments:
Post a Comment