ჩვენმა კორესპონდენტმა მერაბ ჩოლარაძემ, კითხვით: "რას ფიქრობთ ინტერნეტზე და სოციალურ
ქსელებზე" არაერთ
ცნობილ ქართველს მიმართა.
მაშ ასე...
რას ფიქრობთ
ინტერნეტზე და
სოციალურ ქსელებზე?
გივი სიხარულიძე: შენ
გენაცვალე! აი,
ალალად გეტყვი
(პირჯვარი გადაიწერა)
არასდროს არ
ვყოფილვარ სოციალური
თუ მოციალური
ქსელის აბონენტი! ბიჭო, მანდ
თურმე გოგო-ბიჭები ერთმანეთს
სიყვარულს უხსნიან,
აზრზე მოდი,
სადამდე მივიდა
საქმე, კაცმა
თუ ქალის
გამო არ
იჩხუბა, წინააღმდეგობები არ გადალახა
, ისეთი ქალი
ვის რათ
უნდა ტო? არ მივესალმები ამ მარაზმს!
მე მინდა,
ჩემი ლექსიდან
ერთი სტროფი
წაგიკითხოთ:
„დროის ათვლა,
ჩემო, შენით
დავიწყე,
ნაღდად ვიცი,
შენზევე დამთავრდება,
ვერ გავიგე წუთისოფლის ანბანი,
სად იწყება, ანდა
სადღა მთავრდება“...
ლელა წურწუმია: მამულიჩა,
ხშირად სარგებლობს ჩემი facebook-ით, მე სად
მცალია მაგისთვის.
ეთერ კაკულია: ხოოოოო?
ჯემალ ბაღაშვილი: არ
ვიცი შვილო,
ჩემს ბიჭს
ჰკითხეთ.
გია ბაღაშვილი:
მიჭირს პასუხის
გაცემა, მამას
ჰკითხეთ.
დავით აქუბარდია: ეს
ფეიზბურგი ვიღაც
ჩიტირეკიამ გამოიგონა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, მარკზ ცუზემბერკმა და იმ
ჩიტირეკიის კანტორის
ჭკუაზე ვიარო?
ნოდარ მელაძე: მე
მანამდეც ესეთი
ვიყავი...
ნინი ბადურაშვილი: 21-ე საუკუნეა, ესეთი
კითხვის დასმა
უხერხულია, დედუნა...
ეკა ვარ,
კახიანი!
დიმა ობოლაძე: მე
სოციალური ქსელების
და ზოგადად
ინტერნეტის აქტუალური
მომხმარებელი ვარ.
ბევრ ინფორმაციას ვიღებ მისი
მეშვეობით მაგალითად:
ფეხბურთში ყვითელი
ბარათი რომ
ყვითელი ფერისაა
და ქრიშიტანო
მესსი რომ
ლივერპულში თამაშობს.
გია სურამელაშვილი: ცოტა
ხანში დამირეკეთ,
რესტორანში ვარ, ფონოგრამაზე ვმღერი.
როსტო:
კარგია და მისი მეშვეობით ხშირად
ვარჩევ ძაღლის
საკვების ახალ
ბრენდებს ბუბუსთვის.
ნუგზარ კვაშალი: რაღა
დაგიმალოთ და
ადნაკლასნიკების ხშირი
სტუმარი ვარ.
სხვათაშორის, მინდა
ჩემი გულის
ტკივილი გამოვხატო.
რომ შემოდიხართ სტუმრად და
მათვალიერებთ, მიაჭირეთ 5 იანს
და დამიაცენკეთ ფოტო, განა ასე ძნელია?
ჟურნალი
„მართლა შოკოლადი“ მართლა შეეცადა, დაკავშირებოდა დუტას და მისი აზრიც მოესმინა სოციალურ
ქსელებთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც გაირკვა, იგი მომავლის კლასის ჯეო-ოროსნების
კონკურის წამყვანად დაუნიშნიათ, სადაც გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. ასე რომ,
დაალაიქეთ და მეგობრებშიც გაავრცელეთ რა.
No comments:
Post a Comment