Tuesday, January 24, 2012

სოციალური ქსლების როლი ადამიანთა ყოფაში


მოგეხსენებათ, თანამდედროვე ეპოქაში, თუ რაოდენ აქტუალური გახდა ინტერნეტი და სოციალური ქსელები, მისი მეშვეობით ადამიანი უამრავ პრობლემას აგვარებს ან იქმნის, ყოფილა შემთხვევა, როდესაც სოციალური ქსელით გაცნობილ ადამიანებს, ოჯახი შეუქმნიათ. ყოფილა დრამატული შემთხვევებიც. მაგლითად, ნორვეგიაში მოზარდმა თავი იმის გამო მოიკლა, რომ მეგობარმა Facebook–ში მეობრების სიიდან ამოშალა. „მართლა შოკოლადმა“ გადაწყვიტა, ქართველ ცნობად სახეებთან კითხვის დასმა და გარკვევა თუ რას ფიქრობენ პოპულარული ქართველები ინტერნეტის და სოციალური ქსელების შესახებ.

ჩვენმა კორესპონდენტმა მერაბ ჩოლარაძემ,  კითხვით: "რას ფიქრობთ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე" არაერთ ცნობილ ქართველს მიმართა. მაშ ასე... რას ფიქრობთ ინტერნეტზე და სოციალურ ქსელებზე?

ძებნილი რატი თავს სამინისტროს აფარებს?

  2010 წელს ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძებნა ოთხ პირზე გამოცხადდა. შსს-ს ინფორმაციით, იძებნებნებოდნენ პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ეჭვმიტანილები - 1983 წელს დაბადებული ვლადიმერ შალვას ძე დოლიძე, 1981 წელს დაბადებული გივი ვახტანგის ძე ქუთათელაძე, 1978 წელს დაბადებული რატი ოთარის ძე ჯაიანი და 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ზაზას ძე ვეფხვაძე.

 „შსს-ს ცნობით, წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2010 წლის 12 აპრილს აბაშიძის N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრულ საქმეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს. შეგახსენებთ, ამავე საქმესთან დაკავშირებით ოთხ პირს - ირაკლი ღლონტს, მიხეილ ჟორჟოლიანს, კონსტანტინე ჩაჩავასა და დავით ბენიძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ”

აღნიშნული ამონარიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან ამოვიღეთ, როგორც ირკვევა რატი ჯაიანი პოლიციელისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის იძებნება, მაგრამ ფაქტია რომ აქამდე ხელშეუხებელია, ჩვენ დავინტერესდით აღნიშნული  ფაქტით და ჟურნალისტური გამოძიება წამოვიწყეთ.

უკანასკნელი იმპერატორი (1-ლი სერია)

  ჟურნალი იწყებს სერიალის გამოქვეყნებას, რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. მოქმედება მიმდინარეობს აწ გაუქმებულ მუსიქბოქსის ფორუმზე. ფილმი დიდი ხანი ინახებოდა გრიფით „საიდუმლო“. ჯერ არ აუღია არცერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მაგრამ უქმად ყოფნას არ აპირებს... რაღაცა იქნება!



რიგით 215-ე სერიის გადაღების დასრულებისთანავე მარიო ჩიმარომ ქურთუკი ჩაიცვა და სახლისკენ აუჩქარა. სერიალის ყურება უნდოდა, რომელიც მუსიქბოქსის ფორუმზე გადიოდა... რატომ მოსწონდა ეს სერიალი, თვითონაც არ იცოდა. უფრო იმიტომ, რომ აქ მთავარი გმირი ყველა იყო.

სერიალის შინაარსი ძალიან ჩახლართული იყო. ერთ-ერთი გმირი (რომელიც თავის თავს სხვებზე უკეთ იცნობს :)) ქმრად გაჰყვა ფორუმის გამოჩენლ ქალბატონს, Rose_girl-ს, თან უბრალოდ კი არ გაჰყვა (ხელის თხოვნები და რამე), არამედ Rose_girl-სა და მისი შვილის, aiwa-ს ინტრიგების ბადეში გაიხლართა.

საქმე იმაში იყო, რომ ეს გმირი, სახელად Sh@ko, ახალი ჩამოსული იყო გვატემალადან ვენესუელაში, სადაც იმპერატორად დანიშნეს (იძულებით). იმპერატორობის მოვალეობის შესრულებისას შეხვდა იგი aiwa-ს და საპასპორტე რეკვიზიტების აღდგენაში დაეხმარა. მადლობის ნიშნად aiwa-მ მას ნათლიობა შესთავაზა.