ცხოვრება ისეთია, როგორიც გვსურს. თუმცა, ზოგჯერ ჩვენზე არაა ხოლმე დამოკიდებული და ცუდი ამბებიც ხდება. წინა ნომერში, თუ გახსოვთ, შემოგთავაზეთ გეგმა, თუ როგორ გამოვძალოთ ცხოვრებას კუთვნილი ბედნიერება. ჩვენმა გამომგონებლებმა ბევრი იმუშავეს ამ მიმართულებით და აი, ისიც. დაბადების დღე ყველას ძალიან უყვარს, ყველა გეფერება, გილოცავს და საჩუქრებს გჩუქნის. მაგრამ ეს დღე წელიწადში მხოლოდ 1-ია... ალბათ, იცით, რომ წელიწადში 2-ჯერ დგება დღე, როცა დღე და ღამე თანაბრდება. ამას ბუნიობა ეწოდება. ჩვენი გამომგონებლების ჯგუფმა შეადგინა ცხრილი, რომლითაც თქვენი დაბადების დღის საპირისპირო დღეს იპოვით, ანუ დაბადებუნიობას. ვისაც დღეს, 29 თებერვალს აქვს ჩვენი დიზაინერის, გუკას თამადობით, ყველას გილოცავთ! თქვენ ახლა 4 წელიწადში 2-ჯერ იზეიმებთ!
მართლა შოკოლადი
მართლა გემრიელი!
Saturday, February 29, 2020
Monday, July 1, 2013
რედაქტორის ფურცელი: წერილი საპყრობილედან

უპირველეს ყოვლისა,
ყველა პუბლიცისტობას და ჟურნალისტობას იბრალებს, ისე წერენ რაც
თავად უნდათ,
მე და
ჩემი კოლეგები
არ დავიბრალებთ და ისე
დავწერთ, რა
დაშავდება?! სამაგიეროდ, ყოვლად მიუკერძოებელი აზრი იქნება,
რადგან არავინ
გვაფინანსებს და
რომც გვაფინანსებდნენ, ვთვლი, რასაც სწორად
მივიჩნევთ, იმას
დავწერდით მაინც.
გააქტიურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია,
ალბათ მიხვდით,
ციხის ამბები.
მე და
ჩემი თანამოაზრეები ამ კადრების
გამოჩენამდე დიდი
ხნით ადრე
ვრეაგირებდით ციხეებიდან გამოჟონილ ჭორებსა
თუ ფაქტებზე
პატიმრების წამების
შესახებ. მაგრამ
ხელისუფლებისგან სრულ
იგნორთან ერთად,
ხელისუფლების მომხრეებისგან დაცინვისა და
თემის გაუბრალოების მცდელობების ატანა
გვიწევდა (ჰო-ჰო, [რაღაცჟურნალი] რომ დაწერს, როგორ უნდა
ენდოო). ახლა,
მიუხედავად იმისა,
რომ კადრები
დაიდო, ზოგს
მაინც ჰგონია,
რომ მაშინდელი
მმართველი პარტია
კი არა,
რამდენიმე შემოპარული აწამებდა ხალხს
და იღებდა
ვიდეოფირზე. მომხრეების ნაწილი კი
გაემიჯნენ ამ
ამბებს (?), თუმცა
მაღალჩინოსნების დაკავებაზე მაინც ერთ
ამბავს ტეხენ
- პოლიტიკური დევნააო!
ბოდიში, თქვენ გელით საკანი, ანუ გალიაში ბულბულები ზიან?

არჩევნების მერე თითქოს სიტუაცია შეიცვალა და ყოფილი
მთავრობის 9 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი სხვადასხვა ქმედებები დამსხვრეული გემის
ნაფოტებივით გამოირიყა იურიდიული ოკეანის ნაპირზე. ეს ნაფოტები სამხილებია ეჭვმიტანილი
(გავადიპლომატიურე) ნაციონალური მოძრაობის წევრებისა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ დანაშაულში.
შეიძლება ვიდავოთ, რომელია მყარი სამხილი და რომელი არა, ან სწრაფად თუ სრულდება სამართალი,
მაგრამ მოულოდნელად გააქტიურდა საზოგადოების ის ნაწილი, ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისდროინდელი
პოლიტიკა რომ არ აინტერესებდათ. ნორმალურ შემთხვევაში მისასალმებელია საზოგადოების
გაააქტიურება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ახალგამოჩეკილებს აქცენტი სულ სხვა თემებზე
გადააქვთ...
ციხეში გამშვებიდან ციხეში გაშვებულამდე
„საქართველოს ისტორიაში მე პირველი პრემიერი
ვარ პატიმრობაში და ვამაყობ ამით“
- ვანო მერაბიშვილი.

რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, ასე 500–700 ადამიანს, მართლაც ტკივილი და ცრემლი მოუტანა ყოფილი პრემიერის დაკავებამ. დაკავებიდან რამოდენიმე წუთში, ნაციონალური მოძრაობის მყისიერი ბრიფინგი გაიმართა, სადაც ფერწასული თანაგუნდელები, ცრემლშემშრალი სიბრაზით გაიძახოდნენ – ეს პოლიტიკური დევნაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალებით ხორცილდებაო.
ნიშანდობლივია, რომ ბრიფინგზე არ გამოჩენილა ნაციონალური მოძრაობის ერთერთი კორიფე კობა ხაბაზი. ჯერჯერობით უცნობია, ემიჯნება თუ არა ბატონი კობა არსებულ რეალობას. უღიმღამო ბრიფინგმაც და თავდაპირველმა ეიფორიამაც ჩაიარა, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი მამალმა იყივლა, დაიწყო არნახული საპროტესტო აქციები. პროტესტმა, ჯერ მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. ნაციონალური მოძრაობის განრისხებული მხარდამჭერები სხვადასხვა ფორმით აფიქსირებდნენ ვირტუალურ პროტესტს. გთავაზობთ ციტატებს ჩემი Facebook კედლიდან:
Subscribe to:
Posts (Atom)