
არჩევნების მერე თითქოს სიტუაცია შეიცვალა და ყოფილი
მთავრობის 9 წლიანი მმართველობის დროს ჩადენილი სხვადასხვა ქმედებები დამსხვრეული გემის
ნაფოტებივით გამოირიყა იურიდიული ოკეანის ნაპირზე. ეს ნაფოტები სამხილებია ეჭვმიტანილი
(გავადიპლომატიურე) ნაციონალური მოძრაობის წევრებისა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ დანაშაულში.
შეიძლება ვიდავოთ, რომელია მყარი სამხილი და რომელი არა, ან სწრაფად თუ სრულდება სამართალი,
მაგრამ მოულოდნელად გააქტიურდა საზოგადოების ის ნაწილი, ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისდროინდელი
პოლიტიკა რომ არ აინტერესებდათ. ნორმალურ შემთხვევაში მისასალმებელია საზოგადოების
გაააქტიურება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ახალგამოჩეკილებს აქცენტი სულ სხვა თემებზე
გადააქვთ...
არჩვნების შემდეგ ვაპირებდი, პოლიტიკისთვის თავი დამენებებინა,
აღარ შემეწუხებინა თავი, თუ ისევ უსამართლობა არ იმძლავრებდა, მაგრამ ცალკე ერთ დროს
მდუმარე ტაშიმსკვრელებმა და ცალკე ზანტად და უნიათოდ მოქმედმა ახალმა ხელისუფლებამა ამ განზრახვაზე ნელ–ნელა ხელი ამაღებინა.
ჯერ
მთავარი მოქმედი პირით - ხელისუფლებით დავიწყებ. უკვე ძალიან ბევრი შეცდომა თუ არაპროფესიონალზმი
გამოვლინდა. შეცდომა ბევრნაირია, მაგრამ მთავარი არის კოჰაბიტაცია იმ პარტიასთან, რომელიც
არჩევნების წინ ანტენებს აყადაღებდა, ხალხს აშანტაჟებდა და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან
სხვა ბინძური მეთოდებით იბრძოდა. არაპროფესიონალიზმი კი ბევრ ლაპარაკსა და ინტერვიუში
ვლინდება, სადაც აანონსებდნენ მოსალოდნელ ქმედებებს წინასწარ. სიტყვას დროულად გაკეთებული
საქმე სჯობს.
ყველაზე საინტერესო
კასტა მაინც ნაციონალები არიან - ისინი, ვინც 9 წლის განმავლობაში „მიშა მაგარი-ას“
გაიძახოდნენ და ყველანაირ ქმედებაზე კვერს უკრავდნენ თავიანთ ბელადს. ამ ხნის მანძილზე,
არჩევნებამდე, პარტიის რიგები განუხრელად იზრდებოდა მეხოტბეებითა და დეპუტატებით, სულ
ცნობად-უცნობი სახეებით დაკომპლექტებული. არჩევნების წინ გმირად მწოდებლებისა და არჩევნების
მერე მილოცვის რიგში ჩამდგარებისაგან შემდგარი არმია მუდამ მზად იყო პარტიის მიერ კურსიდან
გადახვევაც კურსის გაგრძელებად ეღიარებინა. მაგრამ უცაბედად კადრი არეულა და რაც არ
უნდა ამოექექათ, ის ამოქექეს მაინცდამაინც - ადამიანების წამების ამსახველი კადრები
იარაღსა და ნარკოტიკთან ერთად.

არიან ისეთებიც, რომლებიც „მიშისტები არ არიან, მაგრამ“
ისე იქცევიან, როგორც მიშა ისურვებდა მომხრეებისგან. ასეთებმა აქცენტი გადაიტანეს პატიმრების
უფლებების დაცვაზე, ვითომ პატიმარს არ ესურვება, მისი წამება რომ ყველამ ნახოსო. ჯერ
ერთი, უხმო და სპეცეფექტიანი კადრიდან ვინაობის ამოცნობა შეუძლებელი იქნებოდა, მეორეც,
მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს ანახეს ვიდეოები: ჟურნალისტებს, რომ გაეშუქებინათ და დეპუტატებს,
რომ ენახათ, რა რეჟიმთან ჰქონდათ საქმე. დანაშაულზე ჩუმად კი არა, ხმამაღლა უნდა ვსაუბრობდეთ,
რომ ყველამ, ვისაც კი აქამდე ეჭვი ეპარება, გაიგოს და დამნაშავის უმკაცრესად დასჯა
მოითხოვოს.

Sh@ko
No comments:
Post a Comment