Wednesday, November 28, 2012
რედაქტორის ხე (პალმა)
ყვითელი იახტის კვალდაკვალ
ადამიანებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ელოდებიან რაიმე დღესასწაულს, რათა აღნიშნონ და იმხიარულონ. არადა, შეგვიძლია ყოველდღე ახალ-ახალი ერთჯერადი დღესასწაულის გამოგონება. აგერ, ვიზეიმოთ კიდეც ჟურნალის საიუბილეო მე-8 ნომრის გამოსვლა. იქნებ რიცხვი 8 არ გგონიათ მრგვალი რიცხვი? სულაც არა. არსებობს თვლის რვაობითი სისტემა, რომელშიც ჩვენი ათობითი 8-იანი სწორედაც რომ ასე მოიხსენიება - 10. ეს რიცხვი კი ნამდვილად „მრგვალია“. ამიტომ საიუბილეო ნომერში ჩვენ რევოლუციური გარდატეხა შევიტანეთ მსოფლიოს ჟურნალების ისტორიაში. ჩვენს ჟურნალს არამარტო სამგანზომილებიანი 1 ყდა ამშვენებს, არამედ აკრობატიკული 4 ყდიანი გარეკანი. ეს ყველაფერი ბეჭდურად ვერ გადმოიცემა, ამიტომ ხელმარჯვე ოსტატი აგიხსნით ამ ყდის დამზადების წესს ან შეგიძლიათ ნახოთ ეს ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რეალობაში.
როგორ გამოვძალოთ ცხოვრებას ჩვენი კუთვნილი ბედნიერება

ბევრ დროს არ დავკარგავთ იმაზე ფიქრით, თუ რა არის ბედნიერება. ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა სხვადასხვაგვარად გიპასუხებს, იმიტომ რომ ბედნიერებას პარამეტრები არ აქვს. მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს, რომელიც კახელია, ვკითხეთ: -ერთი ფურგონი შოკოლადი რომ გაჩუქოთ, რას იზამო? მან მოკლედ მოგვიჭრა: -შევჭამო. ჩავეძიეთ: -ორი ფურგონი რომ გაჩუქოთ, მერე რას იზამ, იმდენს ხომ ვერ შეჭამო?! - ვერ შევჭამ და დავკბიჩავო, - იყო პასუხი.
ასეა, ვისთვის შოკოლადის გაჩუქებაა ბედნიერება, ვისთვის - ამ ჟურნალის კითხვა, მთავარია, რომ ბედნიერი იყო. თუმცა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ბედნიერების მუხტი, ყველაფერი წარმავალია და ადამიანს ყველაფერი ბეზრდება, ბედნიერებაც კი. როცა საკუთარი „ბედნიერების მარაგს“ ამოწურავს, მას უხდება ახალი ბედნიერების პოვნა და სწორედ აქ აწყდება პირველ სირთულეს - ცხოვრება არც ისეთი გულუხვი ეჩვენება ბედნიერების გაცემის კუთხით.
ანციკლოპედია - შეიმეცნე პარალელური სამყარო

ესეც აბსურდია, რომელიც განმარტებას საჭიროებს. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ანციკლოპედია, ანუ აბსურდული ანცი ენციკლოპედია - განმარტებები პარალელური სამყაროს აბსურდებისა.
ანციკლოპედია დაარსდა 1998 წელს მედეა მეზვრიშვილის მიერ. ის შექმნილია მსოფლიო ფინანსური კრიზისისგან და გლობალური დათბობისგან თავის დასაღწევად. საერთო ფონზე ანტაგონიზირება გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, რომ ანციკლოპედია არის ელექტორატის მხრიდან წარმოებული სუბ-აპროპოლუსური ემოციების სიმბიოზური ატრაქცია, რომელიც თვითმყოფადი ჩამოყალიბებული რეალობის შეძენით, ახდენს ინდივიდუალური უკმარისობის ანიჰილირებას. ანციკლოპედია იკვებება ჯედაის ძალებით. მათი მთავარი საარსებო წყარო ეს არის. ანციკლოპედიას ჰყავს ორი საკუთარი დროიდი, ერთ-ერთმა აქედან კარგად იცის 10 023 გალაქტიკური ენა და ქალიშვილია გათხოვებამდე.
მეცნიერებმა დაადგინეს ანციკლოპედიის სახელწოდების წარმოშობის შემდეგი სამი ვერსია:
Subscribe to:
Posts (Atom)