იმასაც გაიხსენებთ, „რედაქტორის სვეტი“ პირველ გვერდზეა
ხოლმე, მაგრამ შემთხვევაში მე,
ქართველი ბიჭი,
ჩემი რედაქტორად ყოფნის შემდეგ ჩემს
„სტოლბას“ სადაც
მინდა იქ
დავდგამ! ვინ
იცის, იქნებ
ჭკუაში დაგიჯდათ
ჩემი ჩვევა
და თქვენც
ბოლოდან დაგეწყოთ
ჟურნალის კითხვა,
ე.ი.
პირველად ამას
წაიკითხავდით.
ჟურნალი „მართლა
შოკოლადი“... ვინ არის? რა უნდა? რატომ შეიქმნა? რატომ იყიდება დახლ-მაცივარში? თუ
კითხვებზე პასუხი არ გაქვთ, სულ სხვა მხრიდან მოვუვლი საკითხს და პირდაპირ გეტყვით:
პრობლემა ჩვენშია, ჩვენ ყველაში! ერთმანეთის არ გვჯერა და იმიტომ! ყველაფერი ხუმრობა
და არარეალური გვგონია... ჟურნალის სათაური — „მართლა შოკოლადი“ ყველაფერს გვეუბნება,
ანუ ეს არაა ჟურნალი, მართლა შოკოლადია! კიდევ არ გჯერათ? ისე, ძნელია, დაიჯერო, ეს
„ჟურნალი“ ელექტრონულ ფორმატში როგორ იქნება მართლა შოკოლადი. მაგრამ, აბა, გაიხსნეთ,
სულ ვიძახდი, ბეჭდური ვერსია განსხვავებულია მეთქი. ისინი იმათთვის იყო განკუთვნილი,
ვინც გამორჩეულია ჩემთვის.
ვისთვისაც
მინდოდა, ვაჩუქე უკვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ელექტრონული ვერსიაც შოკოლადივით გემრიელია,
თან საშუალება მაქვს, ჩემი გულისნადები თქვენამდე მოვიტანო. ამიტომ რედაქტორობანას
თამაში გრძელდება! ვნახოთ, სადამდე გავქაჩავთ. მრავლობითში იმიტომ, რომ „თანამშრომლები“
ავიყვანე. შემომიერთდით თქვენც!
სტატიის
დასასრულია და თქვენ გგონიათ, დავწერ „დამილაიქეთ და გაავრცელეთო“? დიახ, მენდეთ! მენდეთ
მანამ, სანამ ტყუილში არ გამომიჭერთ, მანამ კი დაალაიქეთ ჩვენი არარსებული გვერდი ფეისბუკზე
და მეგობრებშიც გაავრცელეთ, რა!
No comments:
Post a Comment