Sunday, April 1, 2012

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 3


პროფესია მესამე: მე პოლიციელი

ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
3.   პოლიციელებს;
4.    იურისტებს;
5.    პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
   ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.

მარტორქის უხეშობაზე ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაიგებდით. პირადად მე რადიარდ კიპლინგმა მიამბო, თუ როგორ შეუჭამა მარტორქამ ნამცხვარი ერთ ეთიოპელს, რომლის ბრჭყვიალა ქუდიც მართლაცდა აღმოსავლური ბრწყინვალებით ირეკლავდა მზის სხივებსთან, არამარტო შეუჭამა, არამედ სამზარეულო და ღუმელიც მიუნგრ-მოუნგრია, რომლის დანთების ნებასაც რთავდა ხოლმე დედა, და კუდის კმაყოფილი ქიცინით წავიდა საბანაოდ.
სიუხეშისა და გაბარიტების გამო მარტორქას ბევრი ცხოველი ერიდება, მაგრამ ბოროტი სულაც არაა. იგი ბალახისმჭამელი ცხოველია და მის პერიმეტრზე წესრიგის დაცვა უყვარს. მაგალითად, თუ დაინახა დაუდევრად დანთებული კოცონი, მივარდება და ჩააქრობს, ორი ცხოველი თუ ჩხუბობს და მარტორქა გამოჩნდა, მაშინვე გაშველდებიან...
მარტორქების მსგავსად, პოლიციელებიც ჩვეულებრივ მოქალაქეზე მეტი უფლებით არიან აღჭურვილნი და მათაც ისევე რიდით უთმობენ ხოლმე გზას, რის გამოც ზოგიერთი მათგანი ისეა გაზულუქებული, უხეშობს და აგრესიასაც დაუნანებლად აფრქვევს გარშემო. კი, პოლიციელი ძლიერი უნდა იყოს, რომ პოტენციურ დამნაშავეს უკანონობის ჩადენის სურვილი გაუქრეს, მაგრამ მოდი, მოვყვეთ თავიდან...

პატარაობისას ყველას გვითამაშია პოლიციელობანა ან პოლიციელის როლი მოგვირგია და ვიცოდით, რომ წესრიგის დამრღვევდამნაშავესჰაერივით გამჭვირვალეციხეშითუ ჩავსვამდით, იქიდან მხოლოდ ძალზე ხელაღებული მოახერხებდაგაქცევას“, დანარჩენები მორჩილადიხდიდნენ სასჯელს“, რადგან პოლიციელის სიტყვა და ავტორიტეტი ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის, ბავშვებისთვის. ჩვენი წარმოსახვით, მას მარტოს შეეძლო ავაზაკთა მთელ რაზმს გამკლავებოდა, მძევლები გაეთავისუფლებინა და მთავარი დამნაშავე დაეპატიმრებინა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენც გვინდებოდა, პოლიციელები ვყოფილიყავით. მაგრამ ზრდასთან ერთად იდეალიზმის თანდათან ბაცდებოდა და ჩვენი პოლიციელობისადმი მიდრეკილება ორ შტოდ შეიძლება განვითარებულიყო. ზოგს პოლიციელობა უნდოდა სამართლიანობისათვის საბრძოლველად, ძირითადად ძლიერ და კეთილ ბიჭს ან გოგოს, რომლებიც სუსტი ადამიანების დაცვას და სამართლიანობას მიიჩნევდნენ უპირატესობად, ზოგს კი პოლიციელობა შურისძიების მიზნით უნდოდა. ამ გზით პოლიციელები ის დაბოღმილი სუსტი ბიჭები ხდებოდნენ, რომლებსაც პატარაობაში ხშირად აგზავნიდნენ ლიმონათზე ან სიგარეტზე დიდი ბიჭები და ქვეცნობიერად მათზე ჯავრის ამოღება ეწადა.
ცხადია, ეს ჩემი აზრია და, შესაძლოა, მცდარიც იყოს, მაგრამ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, სანამ მისი სიმცდარე არ დადასტურდება. სანამ ეს მოხდება, მე ვხვდები პოლიციელებს, რომლებსაც არ უნდათ ამიხსნან, რატომ არ შეიძლება მეტროში ფოტოს გადაღება, არ სურთ გაარკვიონ, ვინ ჭრის რეკრეაციულ ზონაში ხეებს და მოსახლეობას, რომელიც 5 დღე და 4 ღამე სდარაჯობდა ზონას და მოჭრის ნებართვის გამცემს უშედეგოდ ეძებდა, აკავებს და მუშებს საშუალებას აძლევს მშენებლობის პროცესი განაგრძონ.
დიდი ძალა დიდი
პასუხისმგებლობაა!
© ბეტმენი
კიდევ ბევრირატომშეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ ერთს გამოვყოფ: რატომ არ არ შეუძლიათ დააკავონ ნებისმიერი კანონდამრღვევი, ჩინოვნიკის ახლობელი იქნება თუ ვინმე ცნობილი სახე? და მთავარი, რა მოხდება, თუ არ დააკავებს თავის დამნაშავე კოლეგას, მორალურად მაინც არ დაუჭერდეს მხარს და არ ეცდება მისი აშკარა დანაშაულის კვალის დაფარვას? ხაშურის პოლიციაში ქიმერიძის გადმოვარნის შემთხვევა და სხვა მრავალი() ხომ შავ ლაქად ედება დანარჩენ კარგ პოლიციელებს?...
ნორმალურ ქვეყანაში რიგით პოლიციელს არ უნდა ერიდებოდეს სამართლის აღსრულებისა. მაგალითად, სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიციელები შესაშური პედანტობით აჯარიმებენ საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კინოვარსკვლავებს, აკავებენ აქციის დარბევის ბრძანების გამცემ მერს, უსმენენ ხალხს და კანონს და სწორადაც იქცევიან, რადგან, როგორც ბეტმენმა თქვა: „დიდი ძალაუფლება დიდი პასუხისმგებლობააოდა ამ პასუხისმგებლობის პირნათლად შესრულებით, ხალხის სიყვარულს იმსახურებენ.

როგორც მაყვალა მრევლიშვილმა თქვა, „ზოგიერთს ასე ჰგონია, ბიჭობა მარტო ღონეაო“, ისე ნუ გეგონებათ პოლიციელობა მარტო ფორმა. იყო პოლიციელი, ნიშნავს იყო შენი ქვეყნის, ქალაქის, სოფლის, უბნის პირადი მცველი და ამ დროს შენი პირადული აღარ არსებობს! შენ, მოვალეობის შესრულებისას, გექნება ის პრობლემები და სატკივარი, რაც შენს თანამოქალაქეს, უბნელს და მის მოსაგვარებლად თითქმის ისევე უნდა იზრუნო, როგორც შენს საკუთარზე.

No comments:

Post a Comment