თითქმის შეუსრულებელი ნისია
ჟურნალის გამოსვლის დრო კი არ მოდის, მიდის... მთელი
ვარდობისთვე ჩაგვივარდა, ხან საქეიფოდ ვიყავით, ხან – უქეიფოდ, ხან – ძალიან დაკავებული,
ხან – ზარმაცობის ზენიტში და მიილია მაისიც. ისე, ბილ გეიტსმა თქვა, ვცდილობ სამსახურში
ზარმაცები ავიყვანო, რადგან საქმეების მარტივად მოგვარებას ცდილობენო. ცხადია, მეც
შემიძლია იგივე გავაკეთო, მაგრამ თავად ვარ ზარმაცი და თავად ვცდილობ, მარტივი გამოსავალი
ვნახო, რომ ჟურნალი როგორმე ვაცოცხლო.
ამბობენ, სიმართლეს ლამაზი თვალები აქვსო, ჰოდა, ჩვენც
ჩავხედოთ და ვთქვათ, რომ ეს თვე ძალიან დაკავებული ვიყავი. მოგეხსენებათ, ამ ჟურნალზე
არ ვმუშაობთ ჟურნალისტები. შესაბამისად, ჩვენ–ჩვენი საქმიანობაა პირველ რიგში მისახედი
და ჟურნალისთვის დრო ცოტა, ან არ გვრჩება. საქმის გამოსასწორებლად ნამდვილი ჟურნალისტიც
მივიღეთ კოლეგიაში და ექიმიც (ყოველი შემთხვევისთვის), მაგრამ საწყალ კაცს ქვა აღმართშიც
მიეწევაო – ნამდვილი ჟურნალისტის მიერ დაწერილი სტატია დამეკარგა იძულებული გავხდი
წაკითხულის შინაარსი დამეწერა.
1 ივნისისთვის, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით,
ჩვენმა ჟურნალმა კონკურსი გამოაცხადა ბავშვთა ნახატებზე. რედაქციაში უამრავი ნახატი
მოვიდა, რომელიც შოკოლადში გადავუცვალეთ ავტორებს და მკითხველს საშუალება მივეცით ექვს(6)კლუზიურად
გაცნობოდნენ მათ და თავადაც მიეღოთ შოკო-კონკურსში მონაწილეობა.
No comments:
Post a Comment