პროფესია მეოთხე: მე იურისტი
ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია,
ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ
პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის
საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:
2. ექიმებს;
3.
პოლიციელებს;
4. იურისტებს;
5.
პოლიტიკოსებს
და ყველა იმათ, ვისაც
ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით,
ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან.
ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები -
გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ
აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.
ლხინში ახირებული ჯეელივით
ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ.
მე კი ვეცდები, ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი
მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
იურისტებიც ზუსტად აქლემებივით არიან – ისინი წარმოსახვით
კუზში აგროვებენ კანონებს, კოდექსებს, სხვა იურიდიულ ცოდნას და შემდეგ მხოლოდ მათ შეუძლიათ
სამართლის უდაბნოში ხეტიალი და რუტინული კანონების საღმა–უკუღმა ტრიალი. ის, რაც ჩვენ
უდაბნოს ქარიშხლად გვეჩვენება, მათთვის მორიგი ქარავანია და რაც არ უნდა ვუკიჟინოთ,
საქმე ბოლომდე მიჰყავთ, ხოლო მათი სიტყვა კანონია ჩვენთვის.
იურისტები, რომლებიც ჩვენს ბედს განაგებენ, სამ კატეგორიად
იყოფიან: ადვოკატებად, პროკურორებად და მოსამართლეებად. სამივე რგოლის ურთიერთქმედებით
მსჯავრდებულის ბედი წყდება – ადვოკატი ცდილობს გაამართლოს, პროკურორი – ბრალი დასდოს, ხოლო მოსამართლე ორივე მხარის შეფასებებზე
დაყრდნობით განაჩენს გამოუტანს.
კარგი პროფესიაა მოსამართლეობა ან პროკურორობა, მაგრამ
ადვოკატობა ის არის, რაც ყველა ჩვენგანს კარგად გვეხერხება. ეგ კი არა, თავს ლამის
ვალდებულადაც ვთვლით, ვიღაცის უფასო ადვოკატები ვიყოთ როცა საჭირო არ არის. რა, ასე
არაა? ნებისმიერს, ვისზეც ცუდს იტყვიან, აუცილებლად გამოუჩნდება ვინმე დამცველი. სწორედ
ამიტომ უყვართ უბრალო ადამიანებს ადვოკატები, როგორც მათი მეგზური სამართლიანობის აღდგენის
გზაზე და გაჭირვების ჟამს მათ მიმართავენ ხოლმე.
აი, სწორედ აქ იმღვრევა წყალი და ეს ხდის იურისტებს
ყველაზე საძულველი პროფესიის მქონეებად. აბა, რად გვინდა ისეთი ადვოკატი, რომელიც,
ჩვენი სიმართლისდამიუხედავად, გირაოს სანაცვლოდ „დაგვიხსნის“ მართლმსაჯულების კლანჭებისაგან?
იქნებ, არ მიგვაჩნია თავი დამნაშავედ და არც გირაოს გადახდა გვინდა არარსებულ დანაშაულზე
დათანხმებით?
დღეს თითქმის ფანტასტიკის სფეროა იურისტის შეყვარება,
იმდენი შავი ლაქა აქვს ამ სფეროს მოცხებული. თუმცა, ფანტასტიკასვე შეუძლია მოგვცეს
მაგალითი. თუ ნანახი გაქვთ 1995 წელს გამოსული ფილმი „მოსამართლე დრედი“ (Judge Dredd), აუცილებლად ნახავდით გამოსავალს, რადგან დრედი მთელი
პროპაგანდისტული მანქანის წინააღ–მდეგ წავიდა. მართალია, ერთი ადამიანის დაპირისპირება
პროპაგან–დისტულ მანქანასთან ძნელია, მაგრამ რეალობაში შეიძლება თანამო–აზრეებთან ერთად
დაუპირისპირდნენ ადვოკატები ამ უსამართლობას. დარწმუნებული იყვნენ, რომ ხალხი მათ მხარეს
იქნება. პროპაგან–დისტული მანქანა ელექტრორატის ანუ ხალხის გარეშე მიინავლება და ჩაქრება.
ცხადია, მარტო ადვოკატებზე არ მაქვს ლაპარაკი, მოსამართლეები
და პროკურორებიც საჭირო პროფესიებია და ხალხის სამსახურში თავის დახარჯვა მათ რეიტინგსაც
ასწევს საზოგადოების თვალში. მომავალ იურისტებს წარმატებას ვუსურვებთ და შევახსენებთ,
რომ ადამიანი ფასდება არა იმით, რამდენად წარმატებული კარიერა აქვს, არამედ იმით, რა
გაუკეთებია სხვისთვის კარგი. იურისტობა კი ისეთი პროფესიაა, რომელიც სწორედ ადამიანების
დახმარებას ემსახურება, სიმართლეს ემსახურება. მე კი, თუ ოდესმე პროფესიის შეცვლა მომინდება,
ვიცი, რომ იურისტი გავხდები!
saxaliso statiaa shako. kargi xar)))) iuristebi aravis martaven..kanonebi gvmartavs chven.kanoni samartlianobis identuri koveltvis ar aris da samwuxarod, xshirad alogikuri kanonis msxverpli xdeba samartlianoba.bevri iseti kanonic gvaqvs, romelic didi xania gaqvavda da mxolod furcelze weria... arada kanoni unda cocxlobdes, swored am miznit iqmneba is.rac sheexeba iurists-kanonis sworad wakitxva unda sheedzlos, esaa mtavari...!
ReplyDeleteკარგი რჩევაა იურისტისგან: კანონის სწორად წაკითხვა უნდა შეეძლოს...
ReplyDeleteკანონის სწორად წაკითხვა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა ნიშნავს კარგ იურისტს!