Sunday, February 12, 2012

უკანასკნელი იმპერატორი (მე-2 სერია)


ჟურნალი აგრძელებს სერიალის გამოქვეყნებას, რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. მოქმედება მიმდინარეობს აწ გაუქმებულ მუსიქბოქსის ფორუმზე. ფილმი დიდი ხანი ინახებოდა გრიფით „საიდუმლო“. ჯერ არ აუღია არცერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მაგრამ უქმად ყოფნას არ აპირებს... რაღაცა იქნება!

   ვენესუელის ზოოპარკს დიდი დატვირთვა ჰქონდა. აქ ტარდებოდა სრულიად საიდუმლო სხდომები კოდური სახელწოდებით "შეკრება". შერკებას თავისი რიტუალი ჰქონდა, რომელსაც ძირითადად იწყებდა ქურუმი, მეტსახელად 50 lari. მას მხარს აუბამდა მისი მარჯვენა ხელი lady bird (tikoberidze) და ინიშნებოდა სხდომა (ძირითადად, სულ ზოოპარკში :))

50 lari და lady bird დები იყვნენ, მაგრამ Quco-სთვის ძმებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, Quco- დაია იყო მათთვის, სამაგალითო დაია, რომელიც მედგრად იცავდა ძამიებს ტოკიო ჰოტელის კლანის წევრების შემოტევებისგან. თავად Quco შეკრებებს არ ესწრებოდა, მაგრამ ძამიების მცველად მუდამ აგზავნიდა დონ Scorpionეს - 50 lari და lady bird-ის მეორე დაიას.


თავის მხრივ ძამიებიც არ აკლებდნენ მზრუნველობას დაია Scorpion- და აქა-იქ ჩასაფრებული შეყვარებული გოგოებისგან იცავდნენ, რომლებიც მრავლად იყვნენ და Scorpion- მოსვენებას არ აძლევნდენ... ალბათ ამის გამო იყო, რომ მუდამ ფრთხილი Scorpion- კედლისკენ დაწოლას ერიდებოდა, რადგან ამით გაქცევის შანსები მოულოდნელი თავდასხმის დროს მცირდება, თუმცა უფროსი ძმა Quco ხშირად ჩაგრავდა და მაინც კედლისკენ უხდებოდა დაწოლა.

ფრთხილი ცხოვრების წესის გამო Scorpion- ხშირად ვერ ახერხებდა თავისი დედიკოს - Anuki Simpson-ის მონახულებას და მისთვის კომპიუტერის გამართვას. არადა, ბედის უკუღმართობით, Anuki- კომპიუტერს C დისკის ვარიკოზული გაგანიერება დაემართა და D დისკთან შედარებით 5-ჯერ დიდი იყო. შესაბამისად, ლინკინ პარკის კონცერტები C დისკზე ჰქონდა და მათ უსაფრთხოებას დიდი კითხვის ნიშანი ეხატა.

Anuki- მეუღლეს, Bart- ხშირად არ ეცალა მისი კომპიუტერისთვის, უფრო ხშირად კი ჩხუბობდნენ, რადგან თაფლობის თვე დიდი ხნის წინ ჰქონდათ და მათ ურთიერთობაშიც, ისე როგორც ხდება ხოლმე, ბზარი შეიპარა. მას მიაჩნდა, რომ როცა მისი წინაპარი, ჰომერ სიმპსონი, უმარტივესი ცხოველიდან ჭკვიან მაიმუნამდე ვითარდებოდა გზაში შეხვდა ზოოპარკის დირექტორი, რომელიც უჭკვიანესიდან უმარტივისკენ ვითარდებოდა. ამიტომ საჭირო იყო ახალი ადგილის მოძებნა.

ვენესუელის მმართველისთვის შეხვედრების ათვლა 2-დან იწყება, რადგან როცა მისთვის პირველ შეკრებაზე იყო მისული, სიმორცხვის ბარიერი ვერ გადალახა და არავის გამოეუცნაურა... საკმაო ხანს იდგა მოშორებით, მერე შავი პლაში შემოიხვია და შეხვედრის ადგილიდან გაუჩინარდა.


No comments:

Post a Comment