Sunday, February 12, 2012

სახურავის ბინადარი კარლასა და ბიჭუნას თავგადასავალი


გადავწყვიტე, სტატიის ნაცვლად ზღაპარი დამეწერა. ზოგისთვის სასაცილო, ზოგისთვის სასიამოვნო და ზოგისთვის სისულელე, მკითხველი ხომ ათასგვარია. პირველად როცა დავფიქრდი, თუ რა და როგორ დამეწერა, ერთმა გარემოებამ ჩამაფიქრა, რა დროში უნდა განვითარებულიყო მოვლენები? ერთი პირობა კი ვიფიქრე წარსულზე დამეწერა, რადგან  წარსულში ხომ ყველაფერი უფრო ლამაზი და ფერადია, მაგრამ ბოლოს არჩევანი დღევანდელი თბილისის ერთი ბინის სახურავზე შევაჩერე და ერთი თბილისელი ბიჭუნა ვაქციე გმირად, რომლის ცხოვრებაც საოცრად მოსაწყენია, მის ლამაზ სამყაროს კი ეპოქა აბინძურებს. ალბათ, გგონიათ, ეპოქის პრობლემატიკაზე საუბრით მოგაწყენთ თავს... არა, ცდებით! უბრალოდ, მინდა ნახოთ თუ როგორ შეგვიძლია გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი წარმავალია, როგორ გავახაროთ სითბოს ნაყოფი გულში და სამუდამო  მოგონებად დავუტოვოთ ერთურთს.

ყველა ადამიანს, რაოდენ რეალისტიც არ უნდა იყოს იგი, სჯერა რაღაც საოცრების არსებობის და აქვს თავის პატარა სამყარო, სადაც ყველაფერი ლამაზი და ფერადია... ჩვენს ბიჭუნასაც აქვს თავისი სამყარო – იგი   მსუნაგი თბილისელი ბიჭუნაა, რომელსაც შოკოლადი ძალიან უყვარს, მაგრამ მშობლები შოკოლადის ჭამას უშლიან.

მე, საძულველი პროფესიის ადამიანი 1

პროფესია პირველი: მე რეპორტიორი.
ბავშვობისას ბევრი გვიოცნებია, ვინ რა უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ რეალობა უფრო სასტიკია და ზოგი არათუ გახდა იმ პროფესიის ადამიანი, რაზეც ოცნებობდა, არამედ, შესაძლოა, შესძულდა კიდეც. მე ჩემთვის საძულველ პროფესიებს ჩამოვთვლი. ვერ ვიტან:

1.   ჟურნალისტებს;
4.   იურისტებს;
5.   პოლიტიკოსებს

და ყველა იმათ, ვისაც ადამიანებსა თუ საზოგადოებაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. ჩემი დაკვირვებით, ამ პროფესიის ადამიანების უმეტესობა ადამიანის სახეს კარგავს და სხვანაირები ხდებიან. ჟურნალისტები ფრენის თავისუფლებას კარგავენ და სირაქლემას ემსგავსებიან, ექიმები - გულქვა მგლებს, პოლიციელები - უხეშ მარტორქებს, იურისტები - ქედმაღალ აქლემებს, პოლიტიკოსები - უტიფარ კამეჩებს.

ლხინში ახირებული ჯეელივით ჯაჯღანა შესავალი კი გამომივიდა, მაგრამ ცხოველების შეურაცხყოფა სულაც არ მიფიქრია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ცხოველი და პროფესიის ადამიანი მიყვარს და წარმატებებს ვუსურვებ. მე კი ვეცდები ამ რუბრიკაში ყველა ცხოველისა და პროფესიის დადებითი მხარე დაგანახოთ. მათი კრიტიკა კი აუცილებელია, რათა ნაფერები კატასავით არ გაიტრუნონ.
სირაქლემას ჩვენ ვიცნობთ, როგორც სილაში თავჩარგულ არსებას, მაგრამ მას  დადებითი თვისებებიც აქვს. მაგალითად: აგემოვნებს ყველაფერს, რასაც დაინახავს და  მოეწონება (ჟურნალისტისთვის დამახასიათებელი ნიშანი - აღწეროს ყველაფერი), სწრაფად დარბის. გარდა ამისა, სირაქლემები თავიანთ მიკროსახელმწიფოებს ქმნიან. მას შემდეგ, რაც დედა სირაქლემა ჭუკებს დაჩეკავს, მათზე  მთლიანად მამა ზრუნავს - შემოიჯუჯულავებს და დადიან ერთად. თუ ორი მამა სირაქლემა გადაეყრება ერთმანეთს, ჩხუბობენ და გამარჯვებული დამარცხებულის ამალას „შემოიერთებს“...

ქართველი გურამ ჩანის ვარჯიშები. "სენსეი ჯეკი ჩან, მე გავიმარჯვე"!

სანამ გოგო-ბიჭები პოპულარულობის მოპოვებას კომპიუტერთან ჯდომით ცდილობენ, ინტერნეტს მიღმა ყოფილა ადამიანი, რომელიც სულიერი და ფიზიკური სიძლიერის მოპოვებისათვის იღწვოდა. იუთუბის თაროზე შემოდებული ამ ადამიანის ვარჯიშის ამსახველი ვიდეო ფორუმის ერთ-ერთ თემაში მოხვდა და ფურორი გამოიწვია.  მას მძლეთამძლეს, ირმისას, ჯეკი ჩანს და თვით ბრუს ლისაც კი ადარებდნენ... ამიტომ „მართლა შოკოლადი“ ტყეშივე ესტუმრა ქართველ სპორტსმენს „უძლეველ გურამ ჩანს“ და ვარჯიშის დროს გზადაგზა  გაესაუბრა.
მართლა შოკოლადი (შემდეგში მა): -გურამ, როგორ დაიწყო ყველაფერი? რამ გიბიძგათ იმ ნაბიჯისკენ, რომ მთელი არსება, სხეულის გაკაჟებისთვის და ფიზიკური ორთაბრძოლებისთვის მიგეძღვნათ, რა იყო ამის საბაბი?
გურამი (შემდეგში გუ): -ოს! (მუჭი ხელის გულს მიადო) ყველაფერი სკოლის დროს დაიწყო. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ჩემმა კლასელმა გოგონამ, სიმპატიური მიწოდა. ამგვარმა შეურაცხყოფამ დაგროვილი სიბრაზე და მრისხანება გამიღვიძა. იმ დღის შემდეგ სისტემატიური ვარჯიში დავიწყე.
მა: -სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ. გურამ, ზოდიაქოთი რა ხართ?
გუ: -ნუნჩაგო.

ჩაჭრილი გელა Forever GELA-ს წინააღმდეგ

რა დაუბარა ინტერნეტის შემქმნელმა სულხან კვერნაძემ იუზერებს

იყო დრო, როდესაც ინტერნეტს არ ჰქონდა ისეთი ფართო შესაძლებლობები ჩვენს ხელში, როგორიც დღესა აქვს. თუმცა, ჩვენი ამბიციები, პოპულარულები ვყოფილიყავით, ყოველთვის დიდი იყო და გვაიძულებდა, ჩაგვებარებინა გამოცდები წარმატებისთვის, მაგრამ ჩვენ ბევრჯერ ჩავიჭერით... ჩავიჭერით... ჩავიჭერით.... ახლობლებმა კი რა გვიქნეს?! ოცნებები დაგვინგრიეს, იდეები დაგვიწუნეს... მთელი ცხოვრება პოპულარულობაზე ვოცნებობდით და სასაცილოდ აგვიგდეს! კხმ... ასე ვუერთდებოდით ჩაჭრილთა უზარმაზარ არმიას, სადაც, მიუხედავად ჩვენი წარუმატებლობისა, ყველა თავისებურად უნიკალური იყო.
ჩაჭრილთა არმიაში კულინარი გელა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო - ბუნჩულა, დაბნეული, მაგრამ კატეგორიული. მას არამარტო დასცინეს, არამედ სამსახურიდანაც ბევრჯერ გააგდეს, მაგრამ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად იკრეფდა პოპულარულობას და უკვე 2011 წელს სოციალური ქსელების ყველა გამოკითხვის ლიდერი იყო. რომელი გამოკითხვების? სულერთია, ყველასი: ვაშლი გიყვარს თუ მსხალი? - გელა; 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო - გელა; რომელი კუთხიდან ხარ? - გელა; მარჯვენა თუ მარცხენა? - გელა!

გავტეხე მაღაზია, ვჭამ სელდიას, ბლატნოი ნომერი აქვს ვანელ სერგიას.


სტატია დაშტამპულია 16+_ით,
დაცენზურებული არანორმატიული ლექსიკა.

ქუთაისი რომ იუმორის ქალაქია, ოდითგან ცნობილია. აქ ყველა იუმორისტია, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ სერგია ცალკე აღნიშვნის ღირსია. იგი არაქუთაისელებისათვის ცნობილი იუთუბის მეშვეობით გახდა. მისი იუმორი ზოგჯერ 16+_ითაც ფასდება და იუმორის ბაზარზე მოთხოვნადია. ვნახეთ რა ვიდეო, მისი არა იუმორით, არამედ მობილურის ბლატნოი ნომრით დავინტერესდით და იმ ქუთაისელ ავტორიტეტებს გავესაუბრეთ, რომელთაც შეიძლება სცოდნოდათ.

უკანასკნელი იმპერატორი (მე-2 სერია)


ჟურნალი აგრძელებს სერიალის გამოქვეყნებას, რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. მოქმედება მიმდინარეობს აწ გაუქმებულ მუსიქბოქსის ფორუმზე. ფილმი დიდი ხანი ინახებოდა გრიფით „საიდუმლო“. ჯერ არ აუღია არცერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მაგრამ უქმად ყოფნას არ აპირებს... რაღაცა იქნება!

   ვენესუელის ზოოპარკს დიდი დატვირთვა ჰქონდა. აქ ტარდებოდა სრულიად საიდუმლო სხდომები კოდური სახელწოდებით "შეკრება". შერკებას თავისი რიტუალი ჰქონდა, რომელსაც ძირითადად იწყებდა ქურუმი, მეტსახელად 50 lari. მას მხარს აუბამდა მისი მარჯვენა ხელი lady bird (tikoberidze) და ინიშნებოდა სხდომა (ძირითადად, სულ ზოოპარკში :))

50 lari და lady bird დები იყვნენ, მაგრამ Quco-სთვის ძმებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, Quco-ც დაია იყო მათთვის, სამაგალითო დაია, რომელიც მედგრად იცავდა ძამიებს ტოკიო ჰოტელის კლანის წევრების შემოტევებისგან. თავად Quco შეკრებებს არ ესწრებოდა, მაგრამ ძამიების მცველად მუდამ აგზავნიდა დონ Scorpionეს - 50 lari და lady bird-ის მეორე დაიას.