სანამ გოგო-ბიჭები პოპულარულობის მოპოვებას კომპიუტერთან ჯდომით ცდილობენ, ინტერნეტს მიღმა ყოფილა ადამიანი, რომელიც სულიერი და ფიზიკური სიძლიერის მოპოვებისათვის იღწვოდა. იუთუბის თაროზე შემოდებული ამ ადამიანის ვარჯიშის ამსახველი ვიდეო ფორუმის ერთ-ერთ თემაში მოხვდა და ფურორი გამოიწვია. მას მძლეთამძლეს, ირმისას, ჯეკი ჩანს და თვით ბრუს ლისაც კი ადარებდნენ... ამიტომ „მართლა შოკოლადი“ ტყეშივე ესტუმრა ქართველ სპორტსმენს „უძლეველ გურამ ჩანს“ და ვარჯიშის დროს გზადაგზა გაესაუბრა.
მართლა შოკოლადი (შემდეგში მა): -გურამ, როგორ დაიწყო ყველაფერი? რამ გიბიძგათ იმ ნაბიჯისკენ, რომ მთელი არსება, სხეულის გაკაჟებისთვის და ფიზიკური ორთაბრძოლებისთვის მიგეძღვნათ, რა იყო ამის საბაბი?
გურამი (შემდეგში გუ): -ოს! (მუჭი ხელის გულს მიადო) ყველაფერი სკოლის დროს დაიწყო. სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც ჩემმა კლასელმა გოგონამ, სიმპატიური მიწოდა. ამგვარმა შეურაცხყოფამ დაგროვილი სიბრაზე და მრისხანება გამიღვიძა. იმ დღის შემდეგ სისტემატიური ვარჯიში დავიწყე.
მა: -სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ. გურამ, ზოდიაქოთი რა ხართ?
მა: -გასაგებია... თქვენ საკმაოდ დიდ დროს უთმობთ ვარჯიშს, თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და რას აკეთებთ მაგ დროს?
გუ: -თავისუფალ დროს, ვვარჯიშობ.
მა: -კეთილი, რამდენ აზიდვას აკეთებთ?
გუ: -100-ს.
მა: -გამოგიტყდებით, მე უფრო მეტი მეგონა...
მა: -მართლაც ჩინებულია... თქვენ საკმაოდ უჩვეულო ვარჯიშებს აკეთებთ, მაგალითად, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ქვას მკერდზე იგდებთ. იქნებ აგვიხსნათ, ეს ვარჯიში რისთვის არის აუცილებელი ქვის მკერდზე დახეთქება?
გუ: -არამარტო ქვას. ჩემს ვარჯიშებში ბევრი ვარჯიშია, რომელშიც სულიერი სიმტკიცის ელემენტებია ასახული. ქვის მკერდზე დაგდებას კი სიმბოლური დატვირთვა აქვს. მოგეხსენებათ არსებობს გამოთქმა „გულზე ლოდი მომეშვაო“ ანუ ადამიანმა რაღაც ტვირთი, სიძნელე მოიშორა. მე კი სიძნელეს არ გავურბივარ და პირიქით, ხელოვნურად ვიქმნი მას. ეს კი სულიერი სიმტკიცის გააძლიერებაა.
მა: -გასაგებია, როგორც ჩანს, თქვენ არამარტო ფიზიკურ, არამედ გონებრივ მხარესაც დიდ ყურადღებას უთმობთ...
გუ: -დიახ, ორთაბრძოლის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აზროვნებას. თუ სწორედ არ გაიაზრე რომელი დარტყმის მერე რომელი დარტყმა მოდის, შეიძლება უკუშედეგი მიიღო და მოქნეული მუშტი, მოქნეულ ფეხზე გაირტყა, ამიტომ მხოლოდ ფიზიკური მომზადება არ კმარა, გონებრივი მომზადებაც აუცილებელია. ცალკე საკითხია, ნებისყოფის გამომუშავება, ამისთვის დამატებით ვმუშაობ. მაგ.: ტელესერიალის ყურება (ახალი სერიის და მისი განმეორების), 1000-ს სიმბლოიანი მესიჯის დაწერა და შემდეგ წაშლა, წყურვილის დროს ცხელი წყლის დალევა, ჭურჭლის თვალდახუჭული რეცხვა, წიგნის უკუღმა კითხვა, ბოლოდან დაწყება და ასოების უკუღმა (კუნთი-ითნუკ) აღქმა, შიშველი ქალის ფოტოზე ცხვრის ფოტოს დადება და ისე მასტურბირება, სამი ზომით პატარა ფეხსაცმლით სიარული, დაცემინების სურვილის დროს დახველება და ა.შ.
გუ: -გასაგებია... ახლა უფრო მსუბუქ თემაზე გადავიდეთ. თქვენ, ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა გყავთ. ხომ არ გაწუხებენ, თავს ხომ არ გაბეზრებენ ?
გუ: -შემაწუხებენ და თავ-ყბას დავალეწავ!
მა: -მანდილოსანზე ხელს აღმართავთ და თავ-ყბას დაალეწავთ?
გუ: -ახლა ცოტა გადავაჭარბე (იღიმის), მე ქედს ვიხრი მანდილოსნების წინაშე მათზე ხელი როგორ უნდა ასწიოს კაცმა?! ტაბურეტკა რისთვის არსებობს?
მა: -გასაგებია, მართლაც ჯენტლმენური სვლაა... გურამ, როგორც ვიცი, ჯეკი ჩანთან შეხვედრაზე ოცნებობთ. რომ მოგეცეთ საშუალება და ნახოთ, რას ეტყვით ბატონ ჩანს?
გუ: -სენსეი! მე, გავიმარჯვე!
მა: -წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ!
გუ: -მადლობთ!
მე, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი ვარ, ინტერვიუს დასრულების შემდეგ მთის წვერიდან ბატონი გურამის ჩამოსაყვანი გავხდი, რომელმაც ზურგზე მოკიდებული ჩამომარბენინა უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე და დამშვიდობების შემდეგ კვლავ ტყეში გაიქცა სავარჯიშოდ. მე კი ვარჯიშს ხვალიდან ვიწყებ!
No comments:
Post a Comment